მარნის მასტერი
- მისამართი
- თელავი სოფ. ვარდისუბანი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- სამუშაო გრაფიკი
- გრაფიკი შეთანხმებით · შეთანხმებით
- გამოცდილება
- გამოცდილების გარეშე
სრული აღწერა
შპს. ,,შატო მერე ვაინს'' - მარნის მასტერი - სტაჟირება
სქესი: მამრობითი;
ასაკი: 18+
გრაფიკი: შეთანხმებით;
მოვალეობები:
- ტექნოლოგია და მევენახეობა: ყურძნის ჯიშების, ნიადაგის, კლიმატისა და ფენოლური სიმწიფის დეტალური ცოდნა. ( ვენახში ყურძნის სიმწიფის კონტროლი და კრეფის ზუსტი თარიღის განსაზღვრა მთავარ ენოლოგთან ერთად. ყურძნის მიღების, დახარისხებისა და დაწნეხვის პროცესის ზედამხედველობა.)
მიკრობიოლოგია და ბიოქიმია: ალკოჰოლური და ვაშლრძემჟავა ფერმენტაციის (დუღილის) კონტროლი, საფუარებისა და ბაქტერიების მართვა, ღვინის დაავადებების პრევენცია და მკურნალობა.( ყოველდღიური ლაბორატორიული მონიტორინგი, დუღილის ტემპერატურის რეგულირება, გოგირდის, ფერმენტებისა თუ საფუარების დოზირების განსაზღვრა.)
- ღვინისა და ტკბილის ქიმიური პარამეტრების (pH, მჟავიანობა, შაქრიანობა, გოგირდის დონე, ალკოჰოლი) დამოუკიდებლად გაზომვა და შედეგების ინტერპრეტაცია. ღვინის გადაღების, დაწმენდის, გაფილტვრისა და კასრებში/ავზებში შენახვის პროცესების მართვა. ღვინის მუდმივი დეგუსტაცია დეფექტების ადრეულ ეტაპზე აღმოსაჩენად.
- მუხის კასრების ტიპების (ფრანგული, ამერიკული და ა.შ.), მათი გამოწვის დონეებისა და ღვინოზე გავლენის ცოდნა. ქვევრში მუშაობის სპეციფიკის ფლობა (თუ მარანი ტრადიციულია).
- თანამედროვე მარნის ყველა დანადგარის (ავტომატიზებული საწნეხები, აზოტის გენერატორები, ტემპერატურის კონტროლის კომპიუტერული სისტემები, ფილტრაციის დანადგარები) მართვა.
- მარნის მარაგების მართვა, წარმოების გეგმის გაწერა, შრომის უსაფრთხოების სტანდარტების (HACCP, ISO) დანერგვა და კონტროლი.
- ბოთლებში ჩამოსხმის, დაცობის, ეტიკეტირებისა და პროდუქტის საბოლოო სახით საწყობში გადატანის პროცესის ხელმძღვანელობა.
მარნის თანამშრომლებისთვის (მათ შორის მეღვინის დამხმარეებისთვის) ყოველდღიური სამუშაო გეგმის გაწერა, დავალებების განაწილება და შესრულების ხარისხის კონტროლი
საკონტაქტო პირი: ეკა დავითაშვილი
პროფესია: მეღვინე
სამუშაო ადგილი: თელავი სოფ. ვარდისუბანი
ვაკანსიების რაოდენობა: 2
ხელფასი: 500 სტაჟირების ანაზღაურება
სამუშაო გრაფიკი: გრაფიკი შეთანხმებით
დასაქმების ფორმა: სრული
გამოცდილება: გამოცდილების გარეშე
ენები: ქართული (კარგად)
უნარები: კომუნიკაცია, დარგობრივი ცოდნის გამოყენება, თანამშრომლობა, კეთილსინდისიერება, ერთგულება, შედეგზე ორიენტაცია, გადაწყვეტილების მიღება, სტრესის მიმართ გამძლეობა, საქმიანი აზროვნება
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- ანაზღაურების პირობები
- 0–500 ₾ / თვე
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
