მარკეტინგული პროექტების მენეჯერი
- ბენეფიტები
- · კონკურენტულ ანაზღაურებას · · ტრენინგებს და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას · · ჯანმრთელობის დაზღვევას
სრული აღწერა
ჰიპერმარკეტების ქსელი „მოდუსი“ აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგული პროექტების მენეჯერის პოზიციაზე. მის: ქ. თბილისში, რ. აგლაძის N51.
სამუშაო აღწერილობა:
· მარკეტინგული პროექტებისა და კამპანიების კოორდინაცია;
· მარკეტინგის ხელმძღვანელის დავალებების გუნდის წევრებს შორის გადანაწილება და შესრულების კონტროლი;
· გუნდის წევრებისგან ინფორმაციისა და მასალების შეგროვება;
· მიღებული ინფორმაციის გადამოწმება, გაფილტვრა და სტრუქტურირება;
· მარკეტინგის ხელმძღვანელისთვის პროექტის საბოლოო, შეთანხმებული ვერსიის მომზადება და წარდგენა;
· მარკეტინგული მასალების, დოკუმენტებისა და მონაცემების მოწესრიგება/მართვა;
· პროექტების ვადების კონტროლი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· უმაღლესი განათლება მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR) მიმართულებით.
· მარკეტინგის და PR-ის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
· მარკეტინგული პროცესებისა და პროექტების კოორდინირების გამოცდილება;
· ინფორმაციის მოძიების, ანალიზისა და გაფილტვრის უნარი;
· ორგანიზებულობა და დროის ეფექტური მართვის უნარი;
· გუნდთან ეფექტური თანამშრომლობის უნარი;
· რამდენიმე დავალებისა და პროექტის პარალელურად მართვის უნარი.
ანაზღაურება გამოცდილების მიხედვით
ჩვენ გთავაზობთ:
· კონკურენტულ ანაზღაურებას;
· ტრენინგებს და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
· ჯანმრთელობის დაზღვევას;
· უფასო კვებას;
· Fit-pass-ს;
· ფასდაკლება კომპანიის პროდუქციაზე.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"მოდუსი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - მარკეტინგული პროექტების მენეჯერი,
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

