მარკეტინგული პროექტების მენეჯერი
გამოქვეყნდა 2 ოქტბოლო ვადა: 2 ნოე
- სამუშაო გრაფიკი
- 9:00-18:00, კვირაში 5 დღე
- მისამართი
- თბილისი, წერეთლის გამზირი #140 — ყოფილი მაუდის ქარხანა
სრული აღწერა
"ბლუტაბლა" არის კერამიკისა და ტექსტილის მწარმოებელი კომპანია, რომელიც ქმნის ქართული დიზაინის სახლის ნივთებსა და აქსესუარებს. ჩვენი პროდუქციის დასათვალიერებლად ეწვიეთ ვებგვერდს: დამსაქმებლის გვერდის ნახვა
ვეძებთ ტექნიკური და ანალიტიკური უნარების მქონე თანამშრომელს ციფრული რეკლამისა და ელექტრონული კომერციის არხების სამართავად.
ვაკანსია: მარკეტინგული პროექტების მენეჯერი
სამუშაო გრაფიკი: 9:00-18:00, კვირაში 5 დღე
სამუშაო ადგილი: წერეთლის გამზირი #140 — ყოფილი მაუდის ქარხანა.
მოვალეობები:
- მარკეტინგული პროექტებისა და კამპანიების დაგეგმვა, კოორდინაცია და შესრულების კონტროლი;
- პროექტების ვადების, ბიუჯეტებისა და პრიორიტეტების მართვა;
- დიზაინის, კონტენტის, ციფრული რეკლამისა და E-commerce გუნდების მუშაობის კოორდინაცია;
- გუნდისა და გარე პარტნიორებისთვის მკაფიო დავალებების მომზადება;
- კამპანიების შედეგების მონიტორინგი და გაუმჯობესების გზების შეთავაზება.
მოთხოვნები:
- მარკეტინგული პროექტების მართვის გამოცდილება;
- ციფრული მარკეტინგის კარგი ცოდნა — Meta Ads, Google Ads, სოციალური მედია და E-commerce;
- Excel-ისა და პროექტების მართვის ინსტრუმენტებთან მუშაობის ცოდნა;
- გამართული კომუნიკაცია, ორგანიზებულობა და დეტალებზე ყურადღება;
- რამდენიმე პროექტის ერთდროულად მართვისა და პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი;
- ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა.
პირობები:
- კონკურენტული ანაზღაურება
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- კარიერული წინსვლის შესაძლებლობა — მოცულობის ზრდასთან ერთად გუნდის ხელმძღვანელობა
- შედეგზე ორიენტირებული, მეგობრული სამუშაო გარემო
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, CV გამოგზავნოთ: career@bluetabla.ge სათაურში მიუთითეთ: მარკეტინგული პროექტების მენეჯერი.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
