Peugeot Georgia
მარკეტინგიმარკეტინგული პროექტების კოორდინატორი
გამოქვეყნდა 2 ოქტბოლო ვადა: 2 ნოე
- სამუშაო გრაფიკი
- სრული, ორშ–პარ 10:00-18:00
- მისამართი
- "პეჟო საქართველო", აღმაშენებლის ხეივანი #100, თბილისი
- მთავარი მოთხოვნა
- ინგლისური ენის ცოდნა; რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
სრული აღწერა
"პეჟო საქართველო" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგული პროექტების კოორდინატორის პოზიციაზე.
"პეჟო საქართველო" — ფრანგული საავტომობილო ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.
PEUGEOT წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი საავტომობილო ჯგუფის, Stellantis-ის, შემადგენელ ბრენდს.
შემოგვიერთდით PEUGEOT Georgia-ს გუნდში და გახდით ჩვენი წარმატების ისტორიის ნაწილი.
სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00;
ადგილმდებარეობა: "პეჟო საქართველო", აღმაშენებლის ხეივანი #100, თბილისი.
პოზიციის მიზანი და სამუშაო მოვალეობები:
- ბრენდის მარკეტინგული სტრატეგიის და საკომუნიკაციო არხების განსაზღვრა კომპანიის მენეჯმენტთან ერთად;
- ციფრული პლატფორმების მართვა (Facebook, Instagram, Youtube, Linkedin, TikTok, Google Ads): სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, გაშვება და ოპტიმიზაცია;
- სოციალური მედიიდან მიღებული ლიდების ანალიზი, პირველადი უკუკავშირის დამყარება და გადამისამართება პასუხისმგებელ პირებთან;
- საავტომობილო სფეროში არსებული ტრენდების გაცნობა, ვიზუალური რეფერენსების ძიება და ყოველდღიურ საქმიანობაში ინტეგრირება;
- მედია პარტნიორებთან და ინფლუენსერებთან თანამშრომლობა დაგეგმილი მარკეტინგული პროექტების ფარგლებში;
- ციფრული არხებისთვის კონტენტის შექმნა;
- ფოტო-ვიდეო გადაღებების დაგეგმვა და ვიზუალური მასალების მუდმივი განახლება როგორც ციფრული პლატფორმებისთვის, ასევე ფიზიკური გარე სარეკლამო არხებისთვის;
- ბრენდის ოფიციალურ ვებ გვერდზე მოდელების შესახებ ინფორმაციის და ფოტო-ვიდეო მასალების განახლება;
- ბრენდირებული პროდუქციის დამზადების პროცესის მართვა და სერვისის მომწოდებელ კომპანიებთან თანამშრომლობა;
- მარკეტინგული კამპანიების შედეგების ანგარიშგება მენეჯმენტთან და მონაცემებზე დაფუძნებით სამომავლო გეგმების შემუშავება.
საჭირო უნარები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მარკეტინგული და საავტომობილო სფეროს მიმართ ინტერესი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობისა და სხვადასხვა დეპარტამენტთან ეფექტური თანამშრომლობის უნარი;
- მარკეტინგის სფეროში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
- ციფრული მარკეტინგის არხების მართვის პრაქტიკული გამოცდილება;
- Meta Ads Manager-ის და Google Ads-ის გამოყენების გამოცდილება;
- სოციალური მედიის ანალიტიკის და კამპანიების შედეგების შეფასების უნარი;
- კონტენტის დაგეგმვის და შექმნის გამოცდილება სხვადასხვა ციფრული პლატფორმისთვის;
- სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა; რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: career@peugeot-georgia.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
