მარკეტინგული კომუნიკაციების დეპარტამენტის მარკეტინგული კამპანიების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 2 880 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 1 წელი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
მარკეტინგული კომუნიკაციების დეპარტამენტის მარკეტინგული კამპანიების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
კატეგორია:
მარკეტინგი
განცხადების ბოლო ვადა:
01.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
2880 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
6 თვე
ფუნქციები:
- საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია და მისი წარმოჩენის მხარდაჭერა საერთაშორისო სამიზნე ბაზრებზე;
- საერთაშორისო ინტეგრირებული მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვაში და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
- საერთაშორისო კამპანიებისთვის ტექნიკური დავალების მომზადებაში მონაწილეობა;
- ქვეყნის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით, ეფექტური კომუნიკაციის არხების/მეთოდების განსაზღვრის და განხორციელების მხარდაჭერა მიზნობრივი ბაზრების მიხედვით;
- საერთაშორისო მედიასთან კომუნიკაციის უზრუნველყოფა, მონიტორინგი და ანალიზი;
- ინტეგრირებული მარკეტინგული კამპანიების განხორციელების მონიტორინგში მონაწილეობის მიღება და რეკომენდაციების მომადება, ასევე შუალედური ანალიზის მომზადებაში მონაწილეობა;
- შერჩეული სტატეგიული ბაზრებისთვის შესაბამისი კონტენტის განსაზღვრა;
- სამიზნე ბაზრებზე საქართველოს, როგორც ტურისტულად მიმზიდველი ქვეყნის ბრენდის პოზიციონირებაში მონაწილეობა;
- საჭიროების შემთხვევაში ბრენდბუქის ტექნიკური დავალების მომზადებაში მონაწილეობა;
- საქართველოს ცნობადობის გაზრდის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებებისა და აქტივობების (მათ შორის კამპანიებისა და მედიააქტივობების) დაგეგმვა, ორგანიზება და განხორციელება;
- საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისა და საერთშორისო მარკეტინგულ კომპანიებთან ურთიერთობის დამყარების მიზნით თემატურ გამოფენებზე, პრეზენტაციებზე, პრესკონფერენციებსა და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობა, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მასშტაბით;
- ქვეყნის შესახებ პრეზენტაციის მომზადება და წარდგენა;
- საერთაშორისო რეპუტაბელურ კომპანიებთან შეხვედრების გამართვა;
- ადგილობრივი და საერთაშორისო ტურისტული გამოფენებისა და ბაზრობების ნუსხის შედგენა, დაგეგმვა და მონაწილეობა;
- საქართველოს ტურისტული პოტენციალის უკეთ გაცნობის მიზნით საერთაშორისო მასშტაბითა და ქვეყნის შიგნით, პრეზენტაციების, პრესკონფერენციებისა და სხვა მარკეტინგული ღონისძიებების მოწყობაში მონაწილეობის მიღება;
- გამოფენების ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებებში/შეხვედრებში მონაწილე პირების/კომპანიების შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნა;
- ჩატარებული შეხვედრების შესახებ მონაცემების შეგროვება, შესაბამისი ანგარიშის მომზადება;
- საქართველოს ტურისტული ბრენდის პოზიციონირების მიზნით, საჭირო კვლევების ჩასატარებლად ტექნიკური დავალების მომზადებაში მონაწილეობა;
- ქვეყნის ზოგადი საიმიჯო და ტურისტული პროდუქტების შესახებ, სარეკლამო-საინფორმაციო მასალის გავრცელებისთვის, რელევანტური საკომუნიკაციო არხებისა და პლატფორმების განსაზღვრაში მონაწილეობა და მათი მონიტრინგი;
- საერთაშორისო რეპუტაბელურ მედიასთან სტატიების განთავსებაში და კონტენტის განსაზღვრაში მონაწილეობა;
- საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისა და მისი წარმოჩენის მიზნით, საერთაშორისო და შიდა ბაზრებზე, ტურისტულად მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიებებისა და ტურისტულად მიმზიდველი კომერციული ან/და არაკომერციული ხასიათის ღონისძიებების პოპულარიზაცია სხვადასხვა მარკეტინგული არხების დახმარებით.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
1 წელი
საკონკურსო კომისიის მისამართი:
სანაპიროს ქ. N4
საკონტაქტო ტელეფონები:
243 69 99 (1881)
საკონტაქტო პირი:
თამარ კილოსანიძე
დამატებითი მოთხოვნები:
- ინიციატივის გამოჩენის უნარი;
- პუნქტუალურობა;
- გაწონასწორებულობა;
- შრომისმოყვარეობა;
- კომუნიკაბელურობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პრობლემების გადაჭრის უნარი;
- სხვადასხვა ტიპის წერილობითი დოკუმენტების შექმნის უნარი;
- რთულ და სტრესულ ვითარებაში სიმშვიდის შენარჩუნების უნარი;
- პრეზენტაციის მომზადებისა და წარდგენის უნარი;
- დროის სწორად დაგეგმვისა და ეფექტურად განაწილების უნარი.
სასურველია დამატებითი უცხო ენის ცოდნა
პროფესია: სოციალური მეცნიერებები, მენეჯმენტი, ბიზნესის ადმინისტრირება, საზოგადოებასთან ურთიერთობები და კომუნიკაცია
დამატებითი ინფორმაცია:
კონკურსში მონაწილეობისთვის განცხადება წარდგენილ უნდა იქნას მხოლოდ ელექტრონული ფორმით საქართველოს მთავრობის ადმინიტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის მეშვეობით (vacancy.hr.gov.ge).
საქართველოს მთავრობის მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე (vacancy.hr.gov.ge) შესაბამის ველში კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს:
ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
ბ) სამოტივაციო წერილი;
გ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:
- განაცხადების შეფასება/გადარჩევა;
- კანდიდატის შეფასება:
ა) გასაუბრება (გასაუბრების ძირითადი ენაა ქართული, უცხო ენის ცოდნის დასადგენად შესაძლებელია დაისვას კითხვები უცხო ენაზე ან ჩატარდეს ტესტირება);
- კონკურსის შედეგების გამოცხადება.
კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება განსაზღვრულ მოთხოვნებს, ვერ გადავა მომდევნო ეტაპზე.
მეორე ეტაპზე დაიშვება მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც კომისიის მიერ, აპლიკაციების გადარჩევის საფუძველზე, შესაბამისად იქნება მიჩნეული დადგენილ მოთხოვნებთან მიმართებაში; მეორე ეტაპის ჩატარების ზუსტი ადგილის, დროისა და თარიღის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით (აპლიკანტის მიერ მითითებული ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით). გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კანდიდატმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებული მოწმობა.
კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, შერჩეულ კანდიდატს თანამდებობაზე დანიშვნამდე ადმინისტრაციის მიერ მოეთხოვება შემდეგი დოკუმენტების ჩამონათვალი:
ა) განცხადებას დასაქმების შესახებ;
ბ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლ(ებ)ი (უცხოურ ენაზე გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში, ასევე, ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი და უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული საქართველოში აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საჭიროების შემთხვევაში);
გ) 2 ფერად ფოტოსურათს, ზომით 3X4, ელექტრონულ ვერსიასთან ერთად;
დ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტებს;
ე) პირადობის მოწმობის ასლს.
ვ) ავტობიოგრაფია - Curriculum Vitae (CV) ფოტოსურათით;
ზ) ცნობა ფიზიკური პირის ნარკოლოგიური აღრიცხვიანობის შესახებ;
თ) ცნობა ნასამართლობის შესახებ.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კომისია გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემის საფუძველზე, განაცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან არაუმეტეს სამი თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
