მარკეტინგისა და პროდუქტის განვითარების მენეჯერი
- ქალაქი
- ბათუმი
სრული აღწერა
Agrofood არის სასურსათო საცალო ვაჭრობისა და საკვები პროდუქტების საკუთარი წარმოების კომპანია.
კომპანიის ძირითადი მიმართულებებია ნედლი ხორცი და ხორცპროდუქტები, ხილ-ბოსტნეული, მზა კვება, გაყინული ნახევარფაბრიკატები, პურ-ფუნთუშეული და სხვა ყოველდღიური მოხმარების პროდუქტები.
პოზიციის მთავარი მიზანი:
Agrofood-ის ბრენდისა და გაყიდვების განვითარება, განსაკუთრებული აქცენტით ნედლი ხორცის, მზა კვების, საკუთარი წარმოების ნახევარფაბრიკატებისა და საცხობის მიმართულებებზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- პროდუქტისა და ასორტიმენტის განვითარება
არსებული ასორტიმენტის ანალიზი და ოპტიმიზაცია, ახალი პროდუქტებისა და კატეგორიების განვითარების შესაძლებლობების გამოვლენა, შეფ-მზარეულთან და წარმოების გუნდთან ერთად საფირმო პროდუქტების შექმნა, მათი შეფუთვის, პოზიციონირებისა და ბაზარზე დანერგვის პროცესის მართვა.
- კომერციული განვითარება და გაყიდვების ზრდა
გაყიდვებისა და მომგებიანობის ანალიზი, ზრდის შესაძლებლობების გამოვლენა, საფასო და სააქციო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა, მაღაზიის მენეჯერებთან თანამშრომლობით პროდუქციის განლაგებისა და სავაჭრო სივრცის ეფექტიანობის გაუმჯობესება, ახალი პროდუქტების კომერციული განვითარების უზრუნველყოფა.
- ბრენდისა და მარკეტინგის განვითარება
კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება, ბრენდის პოზიციონირების გაძლიერება, სარეკლამო კამპანიებისა და საკომუნიკაციო არხების მართვა, შეფ-მზარეულთან ერთობლივი მარკეტინგული აქტივობების ორგანიზება და ახალი ობიექტების გახსნის მარკეტინგული მხარდაჭერა.
- ბაზრისა და მომხმარებლის ანალიზი
კონკურენტული გარემოს, მომხმარებლის ქცევისა და მოთხოვნის შესწავლა, ბაზრის ტენდენციების მონიტორინგი და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ასორტიმენტის, პროდუქტებისა და კომერციული შეთავაზებების განვითარების ინიციირება.
აუცილებელი მოთხოვნები:
- მარკეტინგის, პროდუქტის განვითარების, კატეგორიის მართვის ან კომერციული განვითარების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- ასორტიმენტის მართვისა და პროდუქტის კომერციული განვითარების პრინციპების ცოდნა;
- გაყიდვების, მარჟისა და მარკეტინგული ეფექტიანობის ანალიზის უნარი;
- მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვისა და განხორციელების გამოცდილება;
- Excel-ისა და ანალიტიკური ინსტრუმენტების კარგი ცოდნა;
- პროექტების მართვისა და გუნდებთან ეფექტიანი თანამშრომლობის უნარი.
უპირატესობად ჩაითვლება:
- ხორცის, მზა კვების, ნახევარფაბრიკატების ან სხვა Fresh Food კატეგორიებთან მუშაობის გამოცდილება;
- ახალი საკვები პროდუქტების შექმნისა და ბაზარზე დანერგვის გამოცდილება;
- საკუთარი სავაჭრო ნიშნის (Private Label) პროდუქტების განვითარების გამოცდილება.
წარმატების ძირითადი მაჩვენებლები (KPI):
- საკუთარი წარმოებისა და პრიორიტეტული კატეგორიების გაყიდვებისა და მთლიანი მოგების ზრდა;
- ახალი პროდუქტების წარმატებული დანერგვა და მათი მომგებიანობა;
- მარკეტინგული კამპანიების ეფექტიანობა;
- მომხმარებელთა ლოიალობისა და განმეორებითი შესყიდვების ზრდა;
- Agrofood-ის ბრენდისა და საფირმო პროდუქტების ცნობადობის ზრდა.
რას ვთავაზობთ:
- კომპანიის განვითარებასა და ახალი მიმართულებების შექმნაში მნიშვნელოვან როლს;
- პროფესიული ინიციატივების განხორციელების შესაძლებლობას;
- კონკურენტულ ანაზღაურებას, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
i.gabedaidze@agrofoodmarket.ge
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
