IK Consulting
მარკეტინგიმარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი
გამოქვეყნდა 19 ოქტბოლო ვადა: 17 ნოე
- ანაზღაურება
- 12 000 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- ბენეფიტები
- ჯანმრთელობის დაზღვევა
სრული აღწერა
IK Consulting პარტნიორი კომპანიისთვის ეძებს მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორს / Chief Marketing & Sales Officer.
ძირითადი ინფორმაცია:
- სფერო: მშენებლობა / დეველოპმენტი
- სამუშაო ადგილი: თბილისი
- ხელფასი: 12 000 ლარიდან ხელზე, გამოცდილებისა და კომპეტენციების შესაბამისად.
ვეძებთ გამოცდილ ხელმძღვანელს, რომელიც მართავს მარკეტინგის, გაყიდვების, PR-ისა და კომუნიკაციების მიმართულებებს, შეიმუშავებს და განახორციელებს კომპანიისა და დეველოპერული პროექტების ერთიან სტრატეგიას ამ მიმართულებებით, გააძლიერებს ბრენდსა და კომპანიის რეპუტაციას და უზრუნველყოფს გაყიდვებისა და შემოსავლების ზრდას.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
- მარკეტინგისა და გაყიდვების სტრატეგიის, ბრენდის პოზიციონირებისა და უნიკალური ღირებულებითი შეთავაზების შემუშავება და განხორციელება;
- ბაზრის, კონკურენტებისა და მომხმარებელთა საჭიროებების კვლევა. ახალი პროექტების ბაზარზე წარდგენის, რებრენდინგისა და სხვა სტრატეგიული კომერციული ინიციატივების ხელმძღვანელობა;
- გაყიდვების გეგმების, ბიუჯეტებისა და პროგნოზების მომზადება, შესრულების კონტროლი. ფასების, გადახდის პირობებისა და კომერციული შეთავაზებების ფორმირება;
- გაყიდვების არხებისა და საბროკერო პარტნიორობების განვითარება. სტრატეგიულ კლიენტებთან მოლაპარაკება და მნიშვნელოვანი გარიგებების მხარდაჭერა;
- ინტეგრირებული კამპანიებისა და ციფრული მარკეტინგის მართვა, მათ შორის SMM, SEO და ფასიანი რეკლამა. ლიდების მოზიდვისა და კონვერსიის გაუმჯობესება;
- CRM-ისა და მომხმარებელთან ურთიერთობის პროცესების განვითარება - პირველადი დაინტერესებიდან გარიგების დასრულებამდე; ვებგვერდის, ციფრული არხების, მომხმარებლის გამოცდილებისა და ლოიალობის პროგრამების გაუმჯობესება;
- მარკეტინგისა და გაყიდვების ერთიანი ანალიტიკისა და KPI-ების დანერგვა. მედიადაგეგმვა, ხარჯების ეფექტიანობისა და მარკეტინგული ინვესტიციის უკუგების შეფასება;
- საზოგადოებასთან ურთიერთობისა (PR) და კორპორატიული კომუნიკაციების სტრატეგიის განსაზღვრა და მართვა, მედიასთან ურთიერთობა, კომპანიის რეპუტაციის გაძლიერება და კრიზისული კომუნიკაციების მართვა;
- გუნდების ჩამოყალიბება, განვითარება და შედეგების მართვა. მოტივაციის სისტემის შემუშავებაში მონაწილეობა, სააგენტოებისა და კონტრაქტორების მართვა;
- პრიორიტეტული პროექტების მართვა მიზნების, პასუხისმგებელი პირების, ვადებისა და შედეგების განსაზღვრით. ფინანსებთან, IT-სთან, პროექტების განვითარების გუნდსა და სხვა ფუნქციებთან კოორდინაცია;
- პროექტების პროგრესის, ხარისხის, საბიუჯეტო გადახრებისა და რისკების მონიტორინგი. შემაფერხებელი ფაქტორების აღმოფხვრა და ხელმძღვანელობისთვის ანგარიშებისა და რეკომენდაციების წარდგენა;
- ერთიანი სამუშაო სტანდარტების, ინოვაციური მიდგომებისა და ტექნოლოგიების დანერგვა პროცესების გამჭვირვალობის, სისწრაფისა და ეფექტიანობის გასაზრდელად.
ვეძებთ პროფესიონალს, რომელსაც აქვს:
- მარკეტინგისა და გაყიდვების ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობისა და გუნდების მართვის გამოცდილება;
- მსხვილი სამშენებლო და დეველოპერული პროექტების მარკეტინგისა და გაყიდვების პროცესებში ეფექტურად ჩართვისა და მათი სტრატეგიულად მართვის უნარი;
- ბრენდის განვითარებითა და გაყიდვების ზრდით მიღწეული, გაზომვადი ბიზნესშედეგები;
- გაყიდვების დაგეგმვის, პროგნოზირების, ფასების ფორმირებისა და კომერციული მოლაპარაკებების გამოცდილება;
- ციფრული მარკეტინგის, ბრენდის მართვის, CRM-ისა და მომხმარებლის გამოცდილების განვითარების ცოდნა;
- PR-ის, კორპორატიული და კრიზისული კომუნიკაციების მართვის გამოცდილება;
- რთული პროექტებისა და სხვადასხვა ფუნქციის გუნდების კოორდინაციის გამოცდილება;
- სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება, კომერციული ხედვა, გუნდის ხელმძღვანელობის, მოტივირებისა და განვითარების, ასევე ინოვაციური იდეების გაზომვად შედეგებად გარდაქმნის უნარი;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საქმიანი კომუნიკაციისთვის საჭირო დონეზე.
- დეველოპერულ / უძრავი ქონების სექტორში მარკეტინგისა და გაყიდვების ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ CV მისამართზე: ikconsultinggeo@gmail.com
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- დირექტორი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება
- ფიქსირებული 12000
- განათლების დონე(ები)
- ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, სხვა, პროფესიული კოლეჯი
- ენები
- ინგლისური,რუსული
- ენები
- ინგლისური, რუსული
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
