მარკეტინგის სპეციალისტი
სრული აღწერა
ამერიკული სწრაფი კვების რესტორნების ქსელი Subway აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე მარკეტინგის დეპარტამენტში.
შენი როლი
მარკეტინგის სპეციალისტი გახდება Subway Georgia-ს მარკეტინგის დეპარტამენტის გუნდის მნიშვნელოვანი წევრი, რომელიც ხელს შეუწყობს ბრენდის ცნობადობის ზრდას, გაყიდვების ზრდას და ინოვაციური კომუნიკაციის განხორციელებას. შენი მიზანი იქნება Subway-ს ბრენდის იმიჯის გაძლიერება, ახალი პროდუქტებისა და კამპანიების წარმატებით განხორციელება და ბრენდის მუდმივი განვითარება ადგილობრივ ბაზარზე.
ძირითადი მოვალეობები
· მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავება და განხორციელება ბრენდის ცნობადობისა და გაყიდვების ზრდის მიზნით;
· მიმდინარე და ახალი მარკეტინგული პროექტების დაგეგმვა, მართვა და მონიტორინგი;
· ბაზრის ტენდენციებისა და კონკურენტული გარემოს ანალიზი;
· კომუნიკაციის მასალების შექმნა გრაფიკულ დიზაინერთან და სააგენტოებთან თანამშრომლობით;
· სარეკლამო კომპანიებთან ურთიერთობის მართვა, კამპანიების შესრულებისა და ბიუჯეტის კონტროლი;
· POS და მარკეტინგული მასალების განთავსების მონიტორინგი;
· ონლაინ დელივერი პარტნიორებთან (Wolt, Glovo და სხვ.) აქციების დაგეგმვა და განხორციელება;
· Subway აპლიკაციის მარკეტინგული მხარდაჭერა და მომხმარებლის ჩართულობის ზრდა;
· ბიზნეს ანალიტიკოსებთან თანამშრომლობა გაყიდვების გეგმებისა და KPI-ების განსაზღვრის პროცესში;
· მარკეტინგული ბიუჯეტის განსაზღვრის პროცესში მონაწილეობის მიღება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
· უმაღლესი განათლება (ბიზნეს ადმინისტრირება ან მარკეტინგი);
· მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მარკეტინგისა და ბრენდის მართვის მიმართულებით;
· საერთაშორისო ბრენდებთან ან FMCG/QSR სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
· ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნება;
· კრეატიული მიდგომა და შედეგზე ორიენტაცია;
· ეფექტური კომუნიკაციისა და პრიორიტეტების მართვის უნარი;
· ინგლისური ენის ცოდნა.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"საბვეი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - მარკეტინგის სპეციალისტი
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

