მარკეტინგის სპეციალისტი
გამოქვეყნდა 8 ოქტბოლო ვადა: 7 ნოე
- ანაზღაურება
- 2 500 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- სამუშაო გრაფიკი
- 09:00 - 18:00
- ბენეფიტები
- კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას · მეგობრულ და თანამედროვე სამუშაო გარემოს
სრული აღწერა
NEW YORKER ევროპის ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო მოდის ბრენდია, რომელიც წარმოდგენილია 45-ზე მეტ ქვეყანაში 1,300-ზე მეტი მაღაზიით. უკვე წლებია, NEW YORKER ქართველ მომხმარებელს სთავაზობს თანამედროვე, ტრენდულ და ხელმისაწვდომ მოდას.
შემოგვიერთდი მარკეტინგის გუნდში, მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე:
სამუშაო პირობები:
🕘 5 სამუშაო დღე, 09:00-18:00
💰 2500₾ (ფიქსირებული + ბონუსი)
📍 თორნიკე ერისთავის N18
შენი ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის სოციალური მედიის პლატფორმების მართვა და განვითარება;
- სოციალური მედიის კონტენტ-სტრატეგიის განხორციელება და კონტენტის დაგეგმვა;
- კომპანიის ბრენდის ცნობადობისა და პოპულარიზაციის მიმართულებით მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
- სოციალური მედიისთვის ფოტოებისა და ვიდეოების გადაღება, დამუშავება და შესაბამის პლატფორმებზე განთავსება;
- სოციალური მედიის კონტენტის მომზადება და ბრენდების წარმომადგენლების მიერ მოწოდებული ტექსტების Copywriting;
- სარეკლამო კამპანიების მართვა, მათი ეფექტიანობის მონიტორინგი და შედეგების ანალიზი;
- სარეკლამო და მარკეტინგულ კომპანიებთან თანამშრომლობა;
- მარკეტინგული გეგმისა და სოციალური მედიის სტრატეგიის ანალიზი და გაუმჯობესების რეკომენდაციების მომზადება;
- სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობის, აქციის, კონკურსისა და ღონისძიების დაგეგმვა და ორგანიზება;
- მარკეტინგული მასალების მომზადების პროცესში მონაწილეობა;
- მარკეტინგული საქმიანობის შედეგების შესახებ ანგარიშებისა და რეპორტების მომზადება;
რას ველოდებით შენგან:
- მარკეტინგის მიმართულებით მინიმუმ 1-2 წლიან გამოცდილებას;
- სოციალური მედიისა და ციფრული მარკეტინგის მიმართულებით პრაქტიკულ ცოდნას;
- კრეატიულ და ანალიტიკურ აზროვნებას;
- თანამედროვე ტრენდებისადმი ინტერესს და ახალი იდეების გენერირების უნარს;
- ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარს;
- ორგანიზებულობას და პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობას;
ჩვენ გთავაზობთ:
- კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- მეგობრულ და თანამედროვე სამუშაო გარემოს;
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
NewYorker აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - მარკეტინგის სპეციალისტი,
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

