მარკეტინგის სპეციალისტი
- მისამართი
- ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების 16
- სამუშაო გრაფიკი
- ნახევარი განაკვეთი
სრული აღწერა
კომპანია "მიფასი" 1998 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და მას შემდეგ ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს პროფესიონალური გახმოვანების, პროფესიონალური განათების, მუსიკალური ინსტრუმენტებისა და ვიზუალური ტექნოლოგიების სფეროში. "მიფასის" სერვისებია: პროფესიონალური გახმოვანების, პროფესიონალური განათების და ვიზუალური ტექნოლოგიების პროექტირება, ტექნიკური ინტეგრაცია, ინსტალაცია/მონტაჟი, პერსონალის ტრენინგი, საგარანტიო და პოსტ-საგარანტიო მომსახურება.
კომპანიის შესახებ დამატებით ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: http://www.mifasi.ge
Facebook გვერდს: დამსაქმებლის გვერდის ნახვა
ჩვენი გუნდი ეძებს მარკეტინგის სპეციალისტს.
სამუშაო გრაფიკი: ნახევარი განაკვეთი.
ლოკაცია: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების 16.
ანაზღაურება:
- ფიქსირებული ხელფასი 1 000 ლ;
- დამატებითი ანაზღაურება სოციალური ქსელებიდან მოზიდულ ლიდებზე;
- გამოსაცდელი პერიოდი (ანაზღაურებადი) - 3 თვე;
მოვალეობები:
- კომპანიის ვებგვერდისა და სოციალური მედიის პლატფორმების მართვა, კონტენტის რეგულარული განთავსება, განახლება და განვითარება;
- ციფრული სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, გაშვება, მართვა და ოპტიმიზაცია მაქსიმალური ეფექტიანობის მისაღწევად;
- სარეკლამო ბიუჯეტის დაგეგმვა და ეფექტიანი განკარგვა, სარეკლამო კამპანიების შედეგებისა და ეფექტიანობის ანალიზი;
- სარეკლამო კამპანიების შედეგად მიღებული პოტენციური მომხმარებლების (ლიდების) მონიტორინგი, აღრიცხვა და მათი მოზიდვის ეფექტიანობის შეფასება;
- სოციალური მედიისა და ციფრული მარკეტინგის არხების საშუალებით ახალი პოტენციური მომხმარებლების მოზიდვის შესაძლებლობების მოძიება და შესაბამისი აქტივობების განხორციელება;
- კომპანიის ბრენდის ცნობადობის გაზრდასა და პოზიციონირების გაძლიერებაზე ზრუნვა, მარკეტინგული სტრატეგიებისა და აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
- მარკეტინგული აქტივობების შედეგების სისტემატური მონიტორინგი, ძირითადი ეფექტიანობის მაჩვენებლების (KPI) ანალიზი და პერიოდული ანგარიშების მომზადება;
- კომპანიის მიმდინარე და დასრულებულ პროექტებზე ფოტო-ვიდეო გადაღებების ორგანიზება და საჭიროების შემთხვევაში, უშუალოდ განხორციელება, ვიზუალური და ტექსტური კონტენტის მომზადება და შესაბამის ციფრულ პლატფორმებზე განთავსება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ინგლისური/რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე;
- კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა;
- მარკეტინგის საბაზისო თეორიული ცოდნა;
- სასურველია მარკეტინგის სფეროში გამოცდილება
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში, გთავაზობთ:
- კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV), ფოტოსურათთან ერთად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ceo@mifasi.ge. სათაურში (subject-ში) მიუთითეთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. გისურვებთ წარმატებას!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
