მარკეტინგის მენეჯერი
- ანაზღაურება
- შეთანხმებით
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ, 09:30 - 18:00 საათი
- მთავარი მოთხოვნა
- ინგლისური ენის ფლობა
- მისამართი
- თბილისი, კახეთის გზატკეცილი, ჭირნახულის ქუჩა #4
- ბენეფიტები
- პროფესიული ზრდის შესაძლებლობა · ჯანმრთელობის დაზღვევა · Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა
სრული აღწერა
"MS holding"-ს ქართულ ბაზარზე მოღვაწეობის 20 წლიანი ისტორია აქვს. კომპანია ლიდერ პოზიციაზეა, როგორც იმპორტირებული პროდუქციის პორტფელით, ასევე სადისტრიბუციო სერვისით, მთელი საქართველოს მასშტაბით. "ემ ეს ჰოლდინგის" პრიორიტეტული მიმართულებაა სამზარეულოს ტექნიკისა და ჭურჭლის იმპორტი.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ გვერდს: დამსაქმებლის გვერდის ნახვა
"MS holding" გეძებს შენ მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.
რისი გაკეთება მოგიწევს:
- ჰოლდინგის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება, ბიუჯეტირება და განხორციელება;
- კომპანიის პორტფელში არსებული ბრენდების განვითარება, პოზიციონირება და ცნობადობის ზრდაზე მუშაობა;
- გაყიდვების მხარდამჭერი მარკეტინგული კამპანიების, აქციებისა და ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
- ციფრული მარკეტინგის, სოციალური მედიისა და სხვა საკომუნიკაციო არხების განვითარების მართვა;
- ბაზრის ტენდენციების, კონკურენტებისა და მარკეტინგული აქტივობების ეფექტიანობის ანალიზი;
- მარკეტინგის გუნდის საქმიანობის დაგეგმვა და შესრულების მონიტორინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, სასურველია მარკეტინგის მიმართულებით;
- მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე;
- აუცილებელია ინგლისური ენის ფლობა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- სასურველია თრეიდ-მარკეტინგის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- კრეატიულობა / შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: თბილისი, კახეთის გზატკეცილი, ჭირნახულის ქუჩა #4;
- სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 09:30 - 18:00 საათი;
- ანაზღაურება: შეთანხმებით.
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიული ზრდის შესაძლებლობა;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა;
- ტრანსპორტირების უზრუნველყოფა (მეტროდან);
- სპეციალური ფასდაკლება პროდუქციაზე.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@msholding.ge
გთხოვთ, ელფოსტის სათაურში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება!
გისურვებთ წარმატებას!
წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომ "MS holding"-მა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
