მარკეტინგის მენეჯერი
- მისამართი
- ბათუმი, ბაგრატიონის ქ. N159
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ, 09:00-18:00
სრული აღწერა
სუპერმარკეტების ქსელი "ბილიონი", რომელიც საცალო ვაჭრობის ერთ-ერთი წამყვანი ბრენდია, წლებია მომხმარებელს სთავაზობს სასურსათო და საყოფაცხოვრებო პროდუქციის არჩევანს და უწევს მათ მაღალხარისხიან მომსახურებას.
"ბილიონის" მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული, უზრუნველყოს მრავალფეროვანი არჩევანი და მაღალხარისხიანი მომსახურება, ტერიტორიული ხელმისაწვდომობა და კომფორტული სივრცე. ამ ღირებულებების შენარჩუნება/განვითარებისთვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური კაპიტალის განვითარებას შესაბამისი სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით
კომპანია "ბილიონი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ლოკაცია: ბათუმი, ბაგრატიონის ქ. N159
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
ფუნქცია-მოვალეობები:
- პორტფელში არსებული ბრენდების მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და ბიუჯეტირება;
- მარკეტინგული პროექტების დაგეგმვა, შედეგების პროგნოზირება, აქტივობების კალენდრის შექმნა და ბიუჯეტის განსაზღვრა;
- ბრენდის ციფრული პლატფორმებისთვის კონტენტ კალენდრისა და სტრატეგიის შემუშავება;
- ბაზრის ტენდენციების კვლევა, ანალიზი და კონკურენტული უპირატესობების განსაზღვრა;
- კონკურენტების მუდმივი მონიტორინგი და ანალიზი;
- საჭიროებიდან გამომდინარე, სპეციფიკური კვლევითი პროექტების დაგეგმვა და განხორციელება;
- განხორციელებული პროექტების შედეგების ანალიზი და რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
- გარე პარტნიორებთან, სააგენტოებთან და კონტრაქტორებთან მოლაპარაკება თანამშრომლობის პირობების შესახებ.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების/მარკეტინგის მიმართულებით;
- მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
- კრეატიულ სააგენტოებთან თანამშრომლობის გამოცდილება;
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა
პიროვნული უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- კრეატიული ხედვის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება;
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე 2026 წლის 22 ნოემბრის ჩათვლით ელექტრონულ ფოსტაზე bilioni.hr@gmail.com გთხოვთ, სათაურის ველში ("subject") მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება/შენახვა განხორციელდება 6 თვის ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის!
გისურვებთ წარმატებას!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
