მარკეტინგის მენეჯერი
- მისამართი
- თბილისი; ალ. ყაზბეგის გამზ. 24ბ
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- გამოცდილება
- საშუალო (middle), 2 წლამდე
- ბენეფიტები
- დაზღვევა, day off, უფასო სასაუბრო დრო
სრული აღწერა
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს
გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
თუ მზად ხარ სიახლეებისა და ვარსკვლავებთან თამაშისთვის, ამასთანავე, გსურს გახდე ყველაზე ციფრული სადაზღვევო კომპანიის წევრი, ვფიქრობთ, მარკეტინგის მენეჯერი ვაკანსია დაგაინტერესებს.
სამუშაო ადგილი: თბილისი; ალ. ყაზბეგის გამზ. 24ბ
განაკვეთი: ორშაბათი-ხუთშაბათი, 10:00-19:00 სთ;
პარასკევი 10:00-17:00 სთ;
შენი, როგორც მარკეტინგის მენეჯერი მთავარი ფუნქციები იქნება:
- კომპანიის სტრატეგიული მიზნებისა და ბიზნესსაჭიროებების შესაბამისად მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა, ორგანიზებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
- მარკეტინგული პროექტების ფარგლებში გარე სააგენტოებთან, მომწოდებლებთან და სხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან ეფექტური კომუნიკაციის წარმართვა;
- გუნდის წევრებთან მჭიდრო თანამშრომლობა საერთო მარკეტინგული მიზნების მისაღწევად და ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირების მიზნით;
- მარკეტინგული საჭიროებებიდან გამომდინარე გარე ვენდორებთან კომუნიკაცია, დაწესებული ვადებისა და დოკუმენტბრუნვის კონტროლი;
- მიმდინარე აქტივობების აღსრულება და ბიუჯეტის კონტროლი;
- გუნდის წევრებთან ერთად „Performance Marketing“-ის მიმართულების აქტივობების დაგეგმა/აღსრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება მარკეტინგის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
- მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება მარკეტინგის მენეჯერის, ექაუნთ მენეჯერის ან მარკეტინგული კომუნიკაციების მენეჯერის პოზიციაზე;
- ინგლისური ენის ცოდნა
- MS Office პროგრამების ცოდნა.
ვეძებთ ჩვენიანს:
- პასუხისმგებლიანს;
- ორგანიზებულს;
- ინიციატივიანს;
- მომხმარებელზე ორიენტირებულს;
- განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებულს.
როგორ ვიზრუნებთ შენზე?
გთავაზობთ:
- საუკეთესო ჯანმრთელობის დაზღვევას;
- მენტალური ჯანმრთელობის დაფარვას;
- შვებულების 24 სამუშაო დღესთან ერთად, 4 Day Off-სა და დამატებით 5 სამუშაო დღეს მენტალური შვებულებისთვის;
- მაგთის კორპორატიულ პაკეტს;
- პიროვნული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- თბილისის მასშტაბით წლიური სატრანსპორტო ბარათის 80% დაფინანსებას.
თუ გინდა, გაიგო მეტი ჩვენს გუნდზე, სამუშაო გარემოსა და იმ ბენეფიტებზე, რომლებსაც თანამშრომლებს ვთავაზობთ, ეწვიე ბმულს: www.tbci.ge — ბმულის გახსნა
კატეგორია: მარკეტინგი / მარკეტინგის მენეჯერი
გამოცდილება: საშუალო (middle), 2 წლამდე
ენები: ინგლისური (კარგად)
განათლება: ბაკალავრი
ბენეფიტები: დაზღვევა, day off, უფასო სასაუბრო დრო

