მარკეტინგის მენეჯერი
- ქალაქი
- ბათუმი
- ბენეფიტები
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას დინამიკურ გარემოში · სტაბილურ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს · საინტერესო და მრავალფეროვან მარკეტინგულ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას
სრული აღწერა
ჩვენ შესახებ:
სტუმარმასპინძლობის მიმართულებით მოქმედი ქართული ქსელური ბრენდი აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.
მიმართულება: სასტუმრო / რესტორანი / სტუმარმასპინძლობის სფერო
ადგილმდებარეობა: ბათუმი
ვეძებთ კრეატიულ, შედეგებზე ორიენტირებულ და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე პროფესიონალს, რომელიც ჩაერთვება ქსელის ბრენდის მარკეტინგულ საქმიანობაში, მონაწილეობას მიიღებს ახალი ობიექტის გახსნის სტრატეგიის შემუშავებასა და მის პოზიციონირებაში.
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
- წლიური და კვარტალური მარკეტინგული გეგმების შედგენა;
- ბრენდის პოზიციონირების, ცნობადობისა და ვიზუალური და საკომუნიკაციო სტანდარტების განვითარება;
- რესტორნის მიმართულებით ახალი პროდუქტების, მენიუს, სპეციალური შეთავაზებებისა და ღონისძიებების პოპულარიზაციის სტრატეგიის შემუშავებაში ჩართულობა;
- სასტუმროსა და რესტორნის სერვისების, შეთავაზებებისა და პროდუქტების ეფექტური მარკეტინგული წარმოჩენა;
- ციფრული მარკეტინგის სტრატეგიის შექმნაში მონაწილეობის მიღება;
- ფოტო/ვიდეო გადაღებების დაგეგმვა და ორგანიზება;
- სასტუმროსა და რესტორნის გაყიდვების ხელშემწყობი კამპანიებისა და სპეციალური შეთავაზებების შემუშავება;
- სეზონური, სადღესასწაულო და სპეციალური ღონისძიებების მარკეტინგული მხარდაჭერა და ორგანიზება;
- ბაზრისა და კონკურენტების კვლევა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
- პარტნიორ კომპანიებთან, ინფლუენსერებთან, მედიასა და სხვა ბიზნეს პარტნიორებთან თანამშრომლობა;
- PR აქტივობების, მედია კომუნიკაციისა და ბრენდის რეპუტაციის მართვაში მონაწილეობა;
- სასტუმროსა და რესტორნის ონლაინ რეპუტაციის მონიტორინგი და განვითარება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ბიზნესის, კომუნიკაციების, PR-ის ან შესაბამის სფეროში;
- მარკეტინგის მიმართულებით მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- სასტუმროს, რესტორნის, ტურიზმის ან Hospitality სექტორში გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
- ციფრული მარკეტინგის თანამედროვე ინსტრუმენტების კარგი ცოდნა;
- Meta Ads / Google Ads-ის მუშაობის პრინციპების ცოდნა;
- ბაზრისა და კონკურენტული გარემოს ანალიზის უნარი;
- ძლიერი საკომუნიკაციო და მოლაპარაკების უნარები;
- პროექტების დამოუკიდებლად დაგეგმვისა და მართვის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- კრეატიული აზროვნება და ინიციატივიანობა;
- ქართული და ინგლისური ენების კარგი ცოდნა; რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას დინამიკურ გარემოში;
- სტაბილურ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
- საინტერესო და მრავალფეროვან მარკეტინგულ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას;
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
- კონკურენტულ ანაზღაურებას გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად;
- გუნდურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე მისამართზე hrbatumi@ambassadori.com
კანდიდატების პერსონალური მონაცემები ინახება ვაკანსიის შერჩევის პროცესის დასრულებამდე, ხოლო დასაქმების შემთხვევაში — კანონმდებლობითა და კომპანიის შიდა პოლიტიკით განსაზღვრული ვადით. კანდიდატის თანხმობის შემთხვევაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
