მარკეტინგის მენეჯერი
- ანაზღაურება
- 4 000–5 000 ₾
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ · 09:30 – 18:00
სრული აღწერა
ILARIA არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, ბაზრის კვლევა, პროგრამული უზრუნველყოფა.
კომპანია ILARIA ეძებს „მარკეტინგის მენეჯერს” პარტნიორი კომპანიისთვის
სამუშაო ფორმატი: სრული, on-site
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო საათები: 09:30 – 18:00
ანაზღაურება: 4000 - 5000 ლარი (net) + წლიური ბონუსი
სფერო: სარემონტო მასალების საცალო და კორპორატიული ვაჭრობა
ვეძებთ გამოცდილ, შედეგზე ორიენტირებულ მარკეტინგის მენეჯერს, რომელიც სრულად აიღებს კომპანიის მარკეტინგული მიმართულების მართვის პასუხისმგებლობას - სტრატეგიის შემუშავებიდან და დაგეგმვიდან მის პრაქტიკულ განხორციელებამდე, გუნდის მართვასა და შედეგების შეფასებამდე.
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და მისი ბიზნეს მიზნებთან დაკავშირება;
- წლიური და კვარტალური მარკეტინგული გეგმების შექმნა, პრიორიტეტების განსაზღვრა და შესრულების კონტროლი;
- მარკეტინგული ბიუჯეტის დაგეგმვა, განაწილება და ხარჯების ეფექტიანობის კონტროლი;
- კომპანიის ბრენდის პოზიციონირების, კომუნიკაციის სტილისა და მარკეტინგული აქტივობების განვითარება;
- სხვადასხვა პროდუქტისა და ბრენდისთვის შესაბამისი მარკეტინგული სტრატეგიებისა და კამპანიების დაგეგმვა;
- 360° მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა და მართვა: ციფრული, სოციალური მედია, გარე რეკლამა, POS მასალები, PR და სხვა შესაბამისი არხები;
- სოციალური მედიისა და ციფრული არხების საერთო სტრატეგიის განსაზღვრა და შედეგების მართვა;
- კონტენტის სტრატეგიის, კონტენტ-გეგმისა და კომუნიკაციის მიმართულებების განსაზღვრა;
- სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, გაშვება, მონიტორინგი და ოპტიმიზაცია;
- Meta Ads, Google Ads და სხვა ციფრული არხების ეფექტიანობის კონტროლი;
- კამპანიების შედეგების, მომხმარებლის ქცევისა და გაყიდვებთან დაკავშირებული მონაცემების ანალიზი;
- მარკეტინგული აქტივობების ROI/ROAS-ისა და ძირითადი KPI-ების განსაზღვრა და მონიტორინგი;
- ბაზრის, მომხმარებლისა და კონკურენტების მუდმივი ანალიზი და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მარკეტინგული აქტივობების გაუმჯობესება;
- ახალი პროდუქტების, კოლექციებისა და შეთავაზებების ბაზარზე წარდგენის მარკეტინგული გეგმის შემუშავება;
- გაყიდვების გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა მარკეტინგული აქტივობების გაყიდვებთან დასაკავშირებლად;
- საცალო ფილიალებისა და კორპორატიული მიმართულებისთვის შესაბამისი მარკეტინგული მხარდაჭერის დაგეგმვა;
- სეზონური, აქციური და კომერციული კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება;
- მარკეტინგული სააგენტოების, ფრილანსერებისა და სხვა გარე პარტნიორების შერჩევა, მართვა და შედეგების კონტროლი;
- მარკეტინგის გუნდის მართვა, ამოცანების განაწილება, შესრულების მონიტორინგი და განვითარება;
- გუნდის სამუშაო პროცესების სტრუქტურირება და მარკეტინგული პროექტების დროულად განხორციელების უზრუნველყოფა;
- მარკეტინგული გუნდისა და სხვა დეპარტამენტების ეფექტიანი კოორდინაცია;
- ხელმძღვანელობისთვის მარკეტინგული შედეგების, KPI-ების, ბიუჯეტისა და მიმდინარე პროექტების შესახებ ანგარიშგება;
- ახალი მარკეტინგული შესაძლებლობების იდენტიფიცირება და მათი ბიზნეს ღირებულების შეფასება.
მოთხოვნები:
- მინიმუმ 3 წლიან სამუშაო გამოცდილებას მარკეტინგის მიმართულებით, მენეჯერულ/lead პოზიციაზე;
- სასურველია გამოცდილება სამშენებლო, სარემონტო-მოსაპირკეთებელი მასალების, საცალო ვაჭრობის ან მსგავს პროდუქტებთან დაკავშირებულ სფეროში;
- მარკეტინგული სტრატეგიის დამოუკიდებლად დაგეგმვისა და განხორციელების გამოცდილება;
- კრეატიული აზროვნება და იდეების ბიზნეს შედეგებად გარდაქმნის უნარი;
- მარკეტინგული გუნდის მართვის გამოცდილება;
- მარკეტინგული ბიუჯეტის დაგეგმვისა და მართვის გამოცდილება;
- ციფრული მარკეტინგის ძირითადი არხებისა და ინსტრუმენტების კარგი ცოდნა;
- Meta Ads Manager, Google Ads და Google Analytics პრაქტიკული ცოდნა;
- მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
- ბრენდის, პროდუქტისა და კომერციული მიზნების ერთმანეთთან დაკავშირების უნარი;
- ძლიერი ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნება;
- პროექტების ერთდროულად მართვისა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი;
- ძლიერი ლიდერული და საკომუნიკაციო უნარები;
- სააგენტოებთან, პარტნიორებთან და სხვადასხვა შიდა გუნდთან ეფექტიანი თანამშრომლობის გამოცდილება;
- კრეატიული აზროვნება და იდეების ბიზნეს შედეგებად გარდაქმნის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
- ინგლისური ენის ცოდნა;
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"ილარია" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - მარკეტინგის მენეჯერი ქალაქში - თბილისი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

