მარკეტინგის დეპარტამენტის დირექტორი
გამოქვეყნდა 6 ნოებოლო ვადა: 20 ნოე
- ანაზღაურება
- 15 001–20 000 ₾ / თვე
- მისამართი
- ბათუმი, კოსტავას 20
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- დისტანციური
- გამოცდილება
- 10+ წელი
სრული აღწერა
კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება, ბრენდის პოზიციონირების განვითარება, მარკეტინგული დეპარტამენტის ეფექტიანი მართვა და მარკეტინგული აქტივობების კომპანიის ბიზნესმიზნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის საერთო მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
- მარკეტინგული დეპარტამენტის, გუნდის, გარე სააგენტოებისა და ბიუჯეტის მართვა;
- საცხოვრებელი, სასტუმრო, კომერციული და მულტიფუნქციური პროექტების მარკეტინგული სტრატეგიისა და პოზიციონირების განსაზღვრა;
- ბრენდის სტრატეგიის, ვიზუალური იდენტობისა და საკომუნიკაციო კამპანიების მართვა;
- ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრებისთვის მარკეტინგული სტრატეგიების განვითარება, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით;
- ციფრული მარკეტინგის, ვებგვერდებისა და მომხმარებლის ციფრული გამოცდილების განვითარება;
- Google Analytics-ისა და სხვა ანალიტიკური ინსტრუმენტების გამოყენებით კამპანიების შედეგების შეფასება და ოპტიმიზაცია;
- ლიდების გენერაციის, მომხმარებელთა მოზიდვისა და გაყიდვების კონვერსიის ზრდაზე ორიენტირებული სტრატეგიების შემუშავება;
- გაყიდვების გუნდთან, ბროკერებთან და პარტნიორებთან ეფექტიანი თანამშრომლობის უზრუნველყოფა;
- AI ინსტრუმენტების ინტეგრაცია მარკეტინგულ პროცესებში, მათ შორის კვლევის, კონტენტის, ვიზუალური მასალებისა და ვებგვერდების განვითარების მიმართულებით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მომიჯნავე სფეროში;
- მარკეტინგის მიმართულებით მინიმუმ 15-20 წლიანი გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ პოზიციაზე;
- უძრავი ქონების, დეველოპერულ ან სასტუმრო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- სტრატეგიული მარკეტინგის, ბრენდის მართვისა და ბიუჯეტირების გამოცდილება;
- ციფრული მარკეტინგისა და Google Analytics-ის ცოდნა;
- ვებგვერდების განვითარებისა და საერთაშორისო მარკეტინგული კამპანიების მართვის გამოცდილება;
- AI ინსტრუმენტების პრაქტიკული გამოყენების გამოცდილება;
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.
აუცილებელი უნარები:
- სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება;
- ლიდერული და მენეჯერული უნარები;
- კრეატიულობა და ინოვაციური მიდგომები;
- ეფექტიანი კომუნიკაცია და მოლაპარაკების უნარი;
- შედეგებსა და ბიზნესმიზნებზე ორიენტირებულობა;
- გადაწყვეტილებების მონაცემებზე დაყრდნობით მიღების უნარი.
შეფასების ძირითადი კრიტერიუმები:
- ბრენდის ცნობადობისა და პოზიციონირების განვითარება;
- ლიდების რაოდენობისა და ხარისხის ზრდა;
- მარკეტინგული კამპანიების ეფექტიანობა და ინვესტიციის უკუგება (ROI);
- მარკეტინგისა და გაყიდვების კონვერსიის მაჩვენებლები;
- მარკეტინგული ბიუჯეტის ეფექტიანი მართვა.
პროფესია: მარკეტოლოგი (მარკეტინგის სპეციალისტი)
სამუშაო ადგილი: კოსტავას 20
ვაკანსიების რაოდენობა: 1
ხელფასი: 17 000
სამუშაო გრაფიკი: სამუშაო დღეები
დასაქმების ფორმა: სრული
გამოცდილება: 10+ წელი
ენები: ინგლისური (თავისუფლად), არაბული (თავისუფლად), ფრანგული (თავისუფლად)
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
