მარაგების მართვის მენეჯერი
- მისამართი
- საგარეჯო, შპს “ჯეო ჰოსპიტალსის” საგარეჯოს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი
სრული აღწერა
ერთ-ერთი უმსხვილესი სამედიცინო ქსელი „ჯეო ჰოსპიტალსი“ აერთიანებს 25 სამედიცინო დაწესებულებას თბილისსა და რეგიონებში. ქსელი წარმოდგენილია 15 სტაციონარით, 10 ამბულატორიით და უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას თბილისში, კახეთში, ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, სამცხე-ჯავახეთსა და იმერეთში.
"ჯეო ჰოსპიტალსი“ აცხადებს ვაკანსიას მარაგების მართვის მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: საგარეჯო, შპს “ჯეო ჰოსპიტალსის” საგარეჯოს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი;
სამუშაო განრიგი: სტანდარტული, სრული სამუშაო განაკვეთი.
ფუნქცია-მოვალეობები:
- მარაგების დაგეგმვა და შევსება - საჭიროებების განსაზღვრა, მარაგების ოპტიმალური დონის შენარჩუნება და შესყიდვების ინიცირება;
- მარაგების მიღება, შენახვა და გაცემა - პროდუქციის რაოდენობისა და ხარისხის კონტროლი, შენახვის პირობების დაცვა და დეპარტამენტების უწყვეტი მომარაგება;
- აღრიცხვა და კონტროლი - მარაგების მოძრაობის დოკუმენტირება, ინვენტარიზაცია, ვადებისა და დანაკარგების კონტროლი;
- შესყიდვებისა და ხარჯების მართვა - შესყიდვის საჭიროების დასაბუთება, მარაგების ღირებულებისა და ბრუნვადობის ანალიზი, ხარჯების ოპტიმიზაცია;
- ანგარიშგება და კოორდინაცია - კლინიკის დეპარტამენტებთან, შესყიდვებისა და ფინანსურ სამსახურებთან თანამშრომლობა, ანგარიშების მომზადება და მარაგებთან დაკავშირებული რისკების მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ან პროფესიული განათლება სამედიცინო ან ფარმაცევტული მიმართულებით;
- მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- კომუნიკაბელურობა;
- ორგანიზებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 22 ნოემბერი.
გისურვებთ წარმატებას!
თქვენ მიერ (დასაქმების მსურველი კანდიდატის) წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში მოთხოვნილი ინფორმაციის (პირადი მონაცემები, რეზიუმე, დიპლომი(ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)იდა სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია) გადმოგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომშპს ,,ჯეო ჰოსპიტალსი“, როგორც დამსაქმებელი, უფლებამოსილია დაამუშაოს გამოგზავნილი ინფორმაცია კანონიერად, სამართლიანად, მონაცემთა სუბიექტისთვის გამჭვირვალედ დამისი ღირსების შეულახავად, კონკრეტულად ამვაკანსიის ანდა ამვაკანსიის რელევანტური, მომიჯნავე ვაკანსიისთვის განსახილველად, იმმოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად.
დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას კანდიდატს მიაწოდოს: ა) შესასრულებელი სამუშაოს შესახებ; ბ) შრომითი ხელშეკრულების ფორმის (ზეპირი ანწერილობითი) და ვადის (განსაზღვრული ან განუსაზღვრელი) შესახებ; გ) შრომის პირობების შესახებ; დ) შრომითი ურთიერთობისას დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ; ე) შრომის ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია;
კანდიდატი ადასტურებს, რომ მის მიერმოწოდებული ინფორმაცია არისუტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომდამატებით წარადგენს უტყუარ ინფორმაციას, რაცსაჭირო იქნება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში, რომელზეც ასევე აცხადებს თანხმობას დამუშავდეს კანდიდატის შერჩევის მიზნით;
კანდიდატი იღებს ვალდებულებას, დამსაქმებელს აცნობოს ნებისმიერი გარემოების შესახებ, რომელმაც შეიძლება ხელიშეუშალოს მას სამუშაოს შესრულებაში ანსაფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ინტერესებს.
მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება მხოლოდ იმვადით, რომელიც აუცილებელია მონაცემთა დამუშავების შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. კანდიდატს უფლება აქვს, მოითხოვოს მის მიერგაგზავნილი პერსონალური მონაცემების გამოთხოვა, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება კანონით დადგენილ ვადებში;
კანდიდატი უფლებამოსილია მის მიერ მოწოდებულ ინფორმაციის დამუშავებასთან დაკავშირებულ ნებისმიერი საკითხზე მომართოს შპს “ჯეო ჰოსპიტალსს”.
ასევე, გაცნობებთ, რომ შპს „ჯეო ჰოსპიტალსი“ თქვენ შესახებ არსებულ პერსონალურ მონაცემებს შეინახავს 1 (ერთი) წლის ვადით, რომლის გასვლის შემდეგაც აღნიშნული ინფორმაცია განადგურდება. თქვენი პერსონალური მონაცემების მესამე პირებზე გადაცემა დაუშვებელია, აღნიშნული შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ თქვენი წერილობითი თანხმობის საფუძველზე.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"ჯეო ჰოსპიტალს" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - მარაგების მართვის მენეჯერი (საგარეჯო), ქალაქში - საგარეჯო.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

