მარაგ-ნაწილების/დაბრ. პროდუქციის საწყობების სუპერვაიზერი
სრული აღწერა
"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან - "სოფლის ნობათი", "ჩუდო", "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Sadochek"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Cheetos"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".
შემოგვიერთდით! ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს მარაგ-ნაწილებისა და დაბრუნებული პროდუქციის საწყობების სუპერვაიზერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- საწყობების ოპერაციების მართვა: პროდუქციისა და სათადარიგო ნაწილების მიღება, შენახვა და გაცემა;
- ინვენტარის სიზუსტისა და მარაგების ეფექტური მართვის უზრუნველყოფა;
- ERP სისტემაში (1C) მარაგების მოძრაობის დროული და ზუსტი აღრიცხვა;
- საწყობის ორგანიზების სტანდარტების დაცვა, მათ შორის ლოკაციების, მარკირებისა და SKU-ების მართვა;
- პერიოდული გადათვლებისა და ინვენტარიზაციის ჩატარება, შეუსაბამობების გამოვლენა და აღმოფხვრა;
- წარმოების, ლოჯისტიკისა და ფინანსების გუნდებთან ყოველდღიური კოორდინაცია;
- საწყობის საქმიანობის ძირითადი მაჩვენებლების/KPI-ების მონიტორინგი და გაუმჯობესება;
- პროცესების ოპტიმიზაცია ეფექტიანობის გაზრდისა და საოპერაციო რისკების შემცირების მიზნით;
- შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის (HSE) სტანდარტების, შიდა კონტროლისა და აუდიტის მოთხოვნების დაცვა;
- მომწოდებლებთან და კონტრაქტორებთან ურთიერთობის მართვა საწყობის საკითხებთან დაკავშირებით.
კანდიდატის პროფილი:
- პროფესიული ტექნიკური ან უმაღლესი განათლება;
- საწყობის მართვის მიმართულებით მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება;
- საწყობის დოკუმენტაციისა და პროცესების მართვის ცოდნა;
- საწყობის მართვის პრინციპების კარგი ცოდნა, მათ შორის ლოკაციების (Bin Location), SKU-ებისა და ნომენკლატურის მართვა;
- ინვენტარიზაციების ჩატარების გამოცდილება;
- ERP სისტემებთან (1C ან ანალოგიური) მუშაობის გამოცდილება;
- ქართული ენის თავისუფლად, ინგლისური ენის B1+ დონეზე ცოდნა;
- MS Office-ის პროგრამების საბაზისო ცოდნა.
თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: career.caucasus@pepsico.com 25 ოქტომბრამდე და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
