მანქანის ელეექტროობის სპეციალისტი
- ანაზღაურება
- შეთანხმებით
- ქალაქი
- თელავი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- სამუშაო გრაფიკი
- ცვლებში
- გამოცდილება
- გამოცდილების გარეშე
- ბენეფიტები
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს, რომელიც შესაძლოა შეუთავსდეს ძირითად სამუშაოს · მეგობრულ და პროფესიულ გარემოს · ანაზღაურებას შეთანხმებით (კვალიფიკაციისა და საათობრივი დატვირთვის მიხედვით)
სრული აღწერა
ვაკანსია: ავტომობილის ელექტროობისა და ელექტრონიკის პედაგოგი
სამუშაო ადგილი: თელავი
დასაქმების ფორმატი: შეთანხმებით (სასწავლო განრიგის მიხედვით)
ორგანიზაცია: პროფესიული სასწავლებელი „ბიდისი აკადემია“
კომპანიის შესახებ:
„ბიდისი აკადემია“ არის წამყვანი პროფესიული სასწავლებელი, რომელიც წლებია წარმატებით ახორციელებს სხვადასხვა პროფესიულ და საგანმანათლებლო პროგრამებს. ჩვენი მიზანია სტუდენტებს მივცეთ თანამედროვე ბაზარზე მოთხოვნადი თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები. თელავის ფილიალი აცხადებს ვაკანსიას ავტომობილის ელექტროობის სპეციალისტის (პედაგოგის) პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- ავტომობილის ელექტროობისა და ელექტრონიკის სასწავლო კურსის გაძღოლა (თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები).
- სტუდენტებისთვის თანამედროვე ავტომობილების ელექტრო სისტემების, დიაგნოსტიკისა და შეკეთების პრინციპების სწავლება.
- სასწავლო პროგრამაზე (სილაბუსზე) დაყრდნობით საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვა და მართვა.
- სტუდენტების პრაქტიკული სამუშაოების ზედამხედველობა და უსაფრთხოების წესების დაცვის კონტროლი.
- სტუდენტების ცოდნის შეფასება, ტესტირებებისა და პრაქტიკული დავალებების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ავტომობილის ელექტროობის/ელექტრონიკის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება (ავტოელექტრიკოსი, დიაგნოსტიკოსი).
- თანამედროვე სადიაგნოსტიკო აპარატურასთან, ხელსაწყოებთან და კომპიუტერულ პროგრამებთან მუშაობის სრულყოფილი ცოდნა.
- სასურველია მსგავს სფეროში პედაგოგიური ან ტრენერობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად).
- გამართული კომუნიკაციის, ახსნისა და ცოდნის გადაცემის უნარი.
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
- სტუდენტებთან საერთო ენის გამონახვის უნარი და მოთმინება.
- პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს, რომელიც შესაძლოა შეუთავსდეს ძირითად სამუშაოს.
- მეგობრულ და პროფესიულ გარემოს.
- ანაზღაურებას შეთანხმებით (კვალიფიკაციისა და საათობრივი დატვირთვის მიხედვით).
პროფესია: საავტომობილო ტრანსპორტის ტექნიკოსი
სამუშაო ადგილი: აღმაშენებლის ქ.
ვაკანსიების რაოდენობა: 1
ხელფასი: შეთანხმებით
სამუშაო გრაფიკი: ცვლებში
დასაქმების ფორმა: სრული
გამოცდილება: გამოცდილების გარეშე
ენები: ქართული (მშობლიური)
უნარები: კომუნიკაცია, თანამშრომლობა, კვლევა/სწავლა
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
