მანდატური
- ანაზღაურება
- 2 720 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
მანდატური
კონკურსის ტიპი:
სხვა
ორგანიზაცია:
თბილისის საქალაქო სასამართლო
კატეგორია:
მანდატური
განცხადების ბოლო ვადა:
23.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
2720 ლარი
ადგილების რაოდენობა:
5
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
ფუნქციები:
- მოსამართლეების, სასამართლო პროცესის მონაწილეებისა და მოწმეების უსაფრთხოების დაცვა;
- სასამართლოში წესრიგის დაცვა;
- წესრიგის დაცვასთან დაკავშირებით სასამართლოს თავმჯდომარისა და სასამართლო სხდომის თავმჯდომარის მითითებების შესრულება;
- სასამართლოს ადმინისტრაციული შენობის დაცვა;
- სასამართლო პროცესის დაწყებისათვის სასამართლო სხდომის დარბაზის მზადყოფნის შემოწმება, მოსამართლის მითითებით სასამართლოს სხდომის დარბაზში სისხლის სამართლის საქმისა და ნივთიერი მტკიცებულებების გადატანა და დაცვა;
- სასამართლოში სამართალდარღვევის აღკვეთა, სამართალდამრღვევის გამოვლენა, აუცილებლობის შემთხვევაში მისი დაკავება პოლიციისათვის გადაცემის მიზნით და ამის თაობაზე დაკავების ოქმის შედგენა.
მინიმალური განათლება:
სრული ზოგადი განათლება
საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) „საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონი;
გ) „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" საქართველოს კანონი;
დ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლი;
ე) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლი;
ვ) „იარაღის შესახებ” საქართველოს კანონი;
ზ) „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი;
თ) „საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №200 დადგენილება;
ი) „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს საერთო სასამართლოებში მოქალაქესთან კომუნიკაციის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 9 ოქტომბრის №1/310 გადაწყვეტილება.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64
საკონტაქტო ტელეფონები:
577 923 323; 595 02 5555; 251 03 00 (7707, 7708)
დამატებითი მოთხოვნები:
- სასურველია უცხო ენის ცოდნა.
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, მოწესრიგებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დროის ეფექტურად დაგეგმვის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
- დატვირთული რეჟიმით მუშაობის უნარი;
- სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
- სასამართლოს მანდატურად შეიძლება დაინიშნოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 22 წლის ასაკიდან, თუ იგი ფლობს სახელმწიფო ენას და აქვს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისათვის შესაბამისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
- კონკურსში მონაწილეობას გააგრძელებს და მეორე ეტაპზე (ზეპირი დავალება და გასაუბრება) გადავა მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც განცხადების (აპლიკაციის) გადარჩევის საფუძველზე დააკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს.
- კონკურსის მეორე ეტაპზე თითოეულ კანდიდატს საკონკურსო თემატიკიდან გამომდინარე მიეცემა ზეპირი დავალება შეკითხვების სახით.
„ჩემი რეზიუმე"-ს „განათლების” ბლოკში კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს:
- სრული ზოგადი განათლების ან/და უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
- საქართველოს ფარგლებს გარეთ მიღებული განათლების შემთხვევაში, სავალდებულოა აიტვირთოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების საქართველოს ტერიტორიაზე აღიარების თაობაზე.
- კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, ვერ გააგრძელებს კონკურსში მონაწილეობას.
- დოკუმენტაცია უნდა აიტვირთოს სახელმწიფო ენაზე (უცხოენოვანი საბუთების შემთხვევაში, უნდა აიტვირთოს მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი).
- „ჩემი რეზიუმე"-ს ,,რეკომენდატორები"-ს ბლოკში კანდიდატმა აუცილებლად უნდა მიუთითოს ერთი რეკომენდატორის სახელი, გვარი, საქმიანობის სფერო და საკონტაქტო ინფორმაცია.
- კანდიდატთან დაკავშირება მოხდება ვებ-გვერდის (www.vacancy.hr.gov.ge) მეშვეობით ან/და მის მიერ განაცხადში მითითებული ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
კონკურსანტების საყურადღებოდ! გაცნობებთ, რომ კონკურსის მეორე ეტაპზე (კანდიდატის თანხმობის შემთხვევაში) განხორციელდება გასაუბრების აუდიო/ვიდეოჩაწერა.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს კენჭისყრის საფუძველზე, ხმათა უმრავლესობით, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არა უგვიანეს 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
