მაღაზიის თანამშრომელი
გამოქვეყნდა 23 სექბოლო ვადა: 23 ოქტ
- ანაზღაურება
- 1 300+ ₾
- მისამართი
- თბილისი, აღმაშენებლის 104
- სამუშაო გრაფიკი
- 10:00-16:30 ან 16:30-23:00, კვირაში 6 სამუშაო დღე, 1 დასვენების დღე
სრული აღწერა
მობილურის აქსესუარებისა და ტექნიკის მაღაზიაში ვეძებთ ენერგიულ და კომუნიკაბელურ თანამშრომელს.
პირობები:
- სამუშაო ადგილი: თბილისი, აღმაშენებლის 104
- სამუშაო გრაფიკი: 10:00-16:30 ან 16:30-23:00, კვირაში 6 სამუშაო დღე, 1 დასვენების დღე
- ანაზღაურება: 1300 ლარიდან, გამოცდილების შემთხვევაში - მეტი
გამოცდილ კანდიდატს მიენიჭება უპირატესობა!
გამოცდილების, კვალიფიკაციისა და უნარების შესაბამისად, კანდიდატს განესაზღვრება გაზრდილი ანაზღაურება.
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლისთვის პროდუქციის შეთავაზება და კონსულტაცია
- მაღაზიაში არსებული მარაგის კონტროლი
- გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებული მუშაობა
- მაღაზიაში სუფთა და მოწესრიგებული გარემოს შენარჩუნებაში მონაწილეობა
დამლაგებელი უზრუნველყოფილია, თუმცა კონსულტანტსაც მოეთხოვება ყოველდღიური წესრიგის დაცვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა (რუსულის მინიმალური დონე ჩაითვლება უპირატესობად)
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- მოწესრიგებულობა
- აქტიურობა და კომუნიკაბელურობა
დამატებითი ინფორმაცია:
- შერჩეულ კანდიდატებს უტარდებათ ანაზღაურებადი ტრენინგი
- ვეძებთ სტაბილურ კადრს, მინიმუმ 1-წლიანი თანამშრომლობის პერსპექტივით
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად: ihubinfo1@gmail.com
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
