მაღაზიის საწყობის ზედამხედველი
გამოქვეყნდა 14 ოქტბოლო ვადა: 14 ნოე
- ანაზღაურება
- 2 000 ₾
- სამუშაო გრაფიკი
- სრული
- მისამართი
- თბილისი ქიზიყის ქ 1 (აეროპორტის გზატკეცილი)
- ბენეფიტები
- ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს · კომფორტულ და თანამედროვე სამუშაო გარემოს · მეგობრულ, პროფესიონალ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს
სრული აღწერა
კომპანია "დამი" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის საწყობის ზედამხედველის პოზიციაზე.
სამშენებლო მასალების კომპანია წლებია საქართველოს ბაზარზე მომხმარებლებს სთავაზობს მშენებლობისთვის საჭირო მაღალი ხარისხის მოთხოვნად პროდუქციებს.
სამუშაო ადგილი: თბილისი ქიზიყის ქ 1 (აეროპორტის გზატკეცილი)
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 2000 ლარი
სამუშაო აღწერილობა
ძირითადი მოვალეობები:
- საწყობში არსებული პროდუქციის ნაშთების მუდმივი კონტროლი, მონიტორინგი და აღრიცხვა;
- მაღაზიის გაყიდვების დინამიკის კონტროლი, ანალიზი და ნაშთებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- საწყობში შემოსული ახალი პროდუქტების მიღება, რაოდენობრივი და ხარისხობრივი შემოწმება, პირველადი დოკუმენტაციის კონტროლი;
- საწყობის ოპტიმალური მარაგების მართვა, დეფიციტის ან ჭარბი მარაგების პრევენცია;
- პროდუქციის სწორი განლაგების, შენახვისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვის ზედამხედველობა;
- ინვენტარიზაციის პროცესში აქტიური მონაწილეობა და შედეგების შედარება ბაზაში არსებულ მონაცემებთან;
- საჭიროების შემთხვევაში, შესყიდვებისა და ლოგისტიკის გუნდთან კოორდინირებული მუშაობა მარაგების დროულად შესავსებად;
- შემოსული პროდუქციის ჩამოტვირთვა მანქანებიდან და საწყობში განლაგება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (საწყობის ან მარაგების მართვის მიმართულებით);
- სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვის პრინციპების ცოდნა;
- საწყობის ან სააღრიცხვო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
- დეტალებზე ორიენტირებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
- კომფორტულ და თანამედროვე სამუშაო გარემოს;
- მეგობრულ, პროფესიონალ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.
რეზიუმეების მიღება განხორციელდება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ltd.dami@gmail.com ან ტელ: 568403311
შერჩევის ბოლო ეტაპიდან არაუგვიანეს 2 კვირისა კანდიდატს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაეგზავნება უკუკავშირი როგორც დადებითი, ისე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში.
გისურვებთ წარმატებას!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
