მაღაზიის საწყობის თანამშრომელი დროებითი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- გამოცდილება
- გამოცდილების გარეშე
- მისამართი
- თბილისი, გორი, ახალციხე, ახალქალაქი, თელავი, ხაშური, ზუგდიდი, ოზურგეთი, ქუთაისი
სრული აღწერა
ელიტი აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე
ადგილმდებარეობა: გორი, ახალციხე, ახალქალაქი, თელავი, ხაშური, ზუგდიდი, ოზურგეთი, ქუთაისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი- დროებთი (1-2 თვე)
შერჩევის ფორმა: გასაუბრება
ძირითადი მოვალეობები
**საწყობის მოწესრიგება პროდუქციის მიღებისთვის; შემოსული პროდუქციის მანქანებიდან ჩამოტვირთვა და მოდელების მიხედვით დასაწყობება
**პროდუქციის მიღება ზედნადების საშუალებით; მიღებული პროდუქციის დროული მიწოდება მაღაზიაში;
**გაყიდული და გადანაწილებული პროდუქტების მომზადება/გაცემა
**კონსულტანტის მიერ მოთხოვნილი, მაღაზიაში ან დახლზე დასადები ნივთის საწყობიდან გამოტანა და კონსულტანტისთვის მიწოდება. თუ ეს ეხება მძიმე ნივთს, ამ ნივთის განთავსება კონსულტანტის მიერ მითითებულ კონკრეტულ ადგილზე
- მომხმარებლის მიერ შეძენილი პროდუქციის საწყობიდან გამოტანა და კონსულტანტისთვის მიწოდება
- საწყობის და მაღაზიის ყოველდღიურ, ყოველკვირეულ აღწერაში მონაწილეობის მიღება
სს "ელიტ ელექტრონიქსი" საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და ავეჯის ერთ-ერთი ყველაზე ფართო სავაჭრო ქსელია საქართველოში, რომელიც 1996 წლიდან საქმიანობს და აერთიანებს 18-ზე მეტ მაღაზიას მთელი ქვეყნის მასშტაბით. კომპანია მომხმარებელს მომსახურების უნიკალურ სერვისს სთავაზობს. ავეჯისა და ტექნიკის მრავალფეროვან არჩევანს, ხელმისაწვდომ ფასებსა და მუდმივად განახლებად ასორტიმენტს ექსკლუზიურ და პარტნიორ 200-მდე საერთაშორისო ბრენდთან ერთად: Bosch, Gorenje, Apple, Samsung და სხვა.
სს "ელიტ ელექტრონიქსისთვის" ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ასევე ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკა წარმოადგეს, რომელიც პერსპექტიული და მაღალკვალიფიციური კანდიდატების შერჩევასთან ერთად შემდგომში მათკარიერულ ზრდას და განვითარებას გულისხმობს.
სს "ელიტ ელექტრონიქსი" ეყრდნობა თანაბარი მოპყრობის პრინციპებს, დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა თანამშრომელს და დასაქმების კანდიდატს, კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
ელიტი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - მაღაზიის საწყობის თანამშრომელიდროებითი,
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს
გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- სფერო
- ლოჯისტიკა, საწყობი
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

