მაღაზიის საწყობის სუპერვაიზერი
- ანაზღაურება
- 1 100+ ₾
- სამუშაო გრაფიკი
- კვირაში 40 სთ, 5 სამუშაო დღე, ცვლებში
- მისამართი
- ქ. თბილისი, სავაჭრო ცენტრში - "თბილისი მოლი"
სრული აღწერა
21-09-2026 - 22-10-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული
„დრესაპ ჯგუფი“ 32 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.
კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.
„დრესაპ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის საწყობის სუპერვაიზერს პოზიციაზე ქ. თბილისში.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 სთ, 5 სამუშაო დღე, ცვლებში;
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1100 ლარი + ბონუსი;
- სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, სავაჭრო ცენტრში - "თბილისი მოლი".
✨ რატომ Dressup?
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სამსახურში თავს დაფასებულად და კომფორტულად გრძნობდე, ამიტომ გთავაზობთ:
- კორპორატიულ ფასდაკლებას Dressup-ის მაღაზიებში;
- 3 თვის მუშაობის შემდეგ 500 ლარიან „დრესაპის“ ვაუჩერს;
- საიუბილეო და საქორწინო შვებულებას;
- საჩუქარს შვილის დაბადების შემთხვევაში;
- კარიერული განვითარებისა და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- FitPass-ის მომსახურებაზე განსაკუთრებულ პირობებს;
- მრავალფეროვან ბონუსებისა და მოტივაციის სისტემას.
ფუნქციები და მოვალეობები:
- ონლაინ მაღაზიის შეკვეთების მომზადება;
- პროდუქციის გაცვლა/დაბრუნება;
- წუნდებული პროდუქციის მოწესრიგება და პროგრამული ასახვა;
- ონლაინ მაღაზიის ოფისის თანამშრომლებთან კომუნიკაცია;
- თანამშრომლებისთვის ინფორმაციის გაზიარება ონლაინ მაღაზიის სერვისებზე;
- ფოტოსტუდიის პროდუქციის მონიტორინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- სასურველია მსავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
- ენერგიულობა;
- მოქნილობა და ოპერატიულობა;
- ორგანიზებულობა და საქმის დაგეგმვის/კოორდინირების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
კანდიდატთა შერჩევა
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში ატვირთეთ თქვენი CV/რეზიუმე 2026 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით.
გისურვებთ წარმატებას!
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"დრესაპ ჯგუფი" 32 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi`s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.
კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.
"დრესაპ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის საწყობის სუპერვაიზერის პოზიციაზე ქ. თბილისში.
დაინტერესების შემთხვევაში გადადით ლინკზე და გაგვიზიარეთ რეზიუმე: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

