მაღაზიის მენეჯერი
- ანაზღაურება
- 1 800 ₾
- ქალაქი
- ბათუმი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- სამუშაო გრაფიკი
- 5/2 — კვირაში 5 სამუშაო დღე და 2 დასვენების დღე · 10:00–19:00, მათ შორის 1-საათიანი შესვენება
სრული აღწერა
მაღაზიათა ქსელი „ფიქს პრაისი“ უკვე 10 ფილიალს აერთიანებს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში და აქტიურად განაგრძობს გაფართოებას.
ამჟამად ვეძებთ მაღაზიის მენეჯერს ბათუმში რომელიც ორგანიზებას გაუწევს მაღაზიის ყოველდღიურ საქმიანობას, კოორდინაციას გაუწევს გუნდს და იზრუნებს მომსახურებისა და საოპერაციო სტანდარტების დაცვაზე.
თუ ხართ ორგანიზებული, ენერგიული და პასუხისმგებლიანი ადამიანი, გიყვართ გუნდთან მუშაობა და შეგიძლიათ ყოველდღიური პროცესების ეფექტურად მართვა, შემოგვიერთდით!
რას გააკეთებთ?
- მაღაზიის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება და ოპერატიული მართვა;
- თანამშრომლების სამუშაო პროცესების, გრაფიკებისა და გუნდის საქმიანობის კოორდინაცია;
- გაყიდვების შედეგებისა და ბიუჯეტის შესრულების კონტროლი;
- გაყიდვების ანალიზი და საოპერაციო პროცესების გაუმჯობესება;
- სასაქონლო მარაგების მართვა და საქონლის შეკვეთების ფორმირება;
- საქონლის მიღების, აღრიცხვისა და ინვენტარიზაციის კონტროლი;
- პროდუქციის განლაგების, ხარისხისა და ვარგისიანობის ვადების კონტროლი;
- სალარო ოპერაციებისა და ფულადი სახსრების აღრიცხვის კონტროლი;
- თანამშრომლების მიერ შრომის შინაგანაწესისა და უსაფრთხოების წესების დაცვის უზრუნველყოფა;
- ელექტრონული ტაბელის წარმოება და საჭირო დოკუმენტაციის მართვა;
- კომპანიის შიდა სტანდარტებისა და მარეგულირებელი მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა.
რას ველოდებით თქვენგან?
- მაღაზიის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებას;
- ობიექტისა და გუნდის მართვის გამოცდილებას;
- ქართული და რუსული ენების გამართულად ცოდნას;
- რუსული ენის ცოდნას B2–C1 დონეზე — წერით და ზეპირად (სავალდებულოა);
- საოფისე პროგრამების ცოდნას;
- საცალო ვაჭრობის პროგრამებთან მუშაობის გამოცდილებას — 1C-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- ორგანიზებულობას, პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობასა და დისციპლინას;
- დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარს;
- უმაღლესი განათლება სასურველია.
სამუშაო პირობები
ანაზღაურება: 1800 ლარი თვეში;
ლოკაცია: ბათუმი;
სამუშაო გრაფიკი: 5/2 — კვირაში 5 სამუშაო დღე და 2 დასვენების დღე;
სამუშაო საათები: 10:00–19:00, მათ შორის 1-საათიანი შესვენება;
სამუშაო დრო: 8 საათი სამუშაო + 1 საათი შესვენება.
როგორ შემოგვიერთდეთ?
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „მარტივი გამოხმარების“ ღილაკის საშუალებით.
მაღაზიათა ქსელი „ფიქს პრაისი“ მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
პერსონალური მონაცემების დამუშავება: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. კომპანია მათ დაამუშავებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ვაკანსიაზე კანდიდატურის განხილვისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. საჭიროების შემთხვევაში, რეზიუმე შესაძლოა განხილულ იქნეს სხვა შესაბამის ვაკანსიაზეც.
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საშუალო რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება
- ფიქსირებული 1800
- განათლების დონე(ები)
- ბაკალავრი, საშუალო განათლება, მაგისტრი, დოქტორი
- ენები
- რუსული,ქართული
- ენები
- რუსული, ქართული
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
