მაღაზიის მენეჯერი
- ბენეფიტები
- მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდს · შენზე მორგებულ სამუშაო გრაფიკს · ყოველთვიურ ბონუსს
სრული აღწერა
09-01-2026 - 31-12-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული
"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრია, რომელიც 1932 წელს დაარსდა და დღეს მოქმედებს 48 ქვეყანაში, 13 900 + ფილიალით.
,, Spar Georgia” უკვე 10 წელზე მეტია ოპერირებს საქართველოს ბაზარზე, ამჟამად 250-ზე მეტი ფილიალით და განაგრძობს სწრაფ ზრდას და განვითარებას საქართველოს მასშტაბით.
კომპანიაში ამჟამად დასაქმებულია 2500-ზე მეტი თანამშრომელი და აქტიურად ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტრებულ კანდიდატებს, რომლებიც იზიარებენ ჩვენი გუნდის ღირებულებებს: მომხმარებელზე ორიენტირებულობა, ხარისხი და პროფესიონალიზმი, ეკომეგობრული მიდგომა, გუნდური თანამშრომლობა და ერთგულება, ინოვაციურობა და განვითარება, ურთიერთპატივისცემა და მხარდაჭერა;
ჩვენ გვჯერა, რომ ჯანსაღი და ძლიერი კორპორატიული კულტურა იქმნება იმ ღირებულებებზე დაყრდნობით, რომლებსაც ერთად ვიზიარებთ.
,, Spar Georgia“ აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში.
რას გთავაზობთ:
- კონკურენტული ანაზღაურება;
- ყოველთვიური და ლოიალობის ბონუსები;
- სრულად ანაზღაურებადი სტაჟირების პერიოდი;
- 50%-იანი ფასდაკლება კვებაზე;
- Fitpass-ის ლოიალობის პროგრამაში ჩართვა;
- ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევა;
- კარიერული და პროფესიული დაწინაურების რეალური შესაძლებლობა.
ძირითადი ამოცანები, რისი შესრულებაც ყოველდღიურად მოგიწევს:
- გუნდის ეფექტიანი მართვა, მუდმივი მხარდაჭერა და მათ განვითარებაზე ზრუნვა;
- სასაქონლე მარაგების მართვა;
- პროდუქციის მიღებისა და მომწოდებლებთან დაბრუნების პროცედურების დაცვის მონიტორინგი;
- ინვენტარიზაციის პროცესის მართვა და კონტროლი;
- სალარო ოპერაციების მონიტორინგი;
- სავაჭრო დარბაზში პროდუქციის სწორი განლაგების, ფასმაჩვენებლების შესაბამისობისა და რეალიზაციის ვადების კონტროლი;
- უსაფრთხოებისა და სურსათის უვნებლობის დადგენილი რეგულაციებისა და სტანდარტების დაცვა.
რას მოველით შენგან:
- სავაჭრო ქსელში მაღაზიის მენეჯერის ან ადმინისტრატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებას;
- ცვლილებებთან სწრაფ ადაპტაციას და თვითგანვითარების მაღალი მოტივაციას;
- გუნდის ეფექტიანად მართვას, მოტივირებას და განვითარებაზე ზრუნვას;
- საოპერაციო სტანდარტების დაცვას და შედეგებზე პასუხისმგებლობის აღებას.
*ვაკანტურ პოზიციაზე განაცხადის შემოტანით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება დეილი ჯგუფის მიერ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.*
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრია, რომელიც 1932 წელს დაარსდა და დღეს მოქმედებს 48 ქვეყანაში, 13 900 + ფილიალით.
"Spar Georgia" უკვე 10 წელზე მეტია ოპერირებს საქართველოს ბაზარზე, ამჟამად 250-ზე მეტი ფილიალით და განაგრძობს სწრაფ ზრდას და განვითარებას საქართველოს მასშტაბით.
კომპანიაში ამჟამად დასაქმებულია 2500-ზე მეტი თანამშრომელი და აქტიურად ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ კანდიდატებს, რომლებიც იზიარებენ ჩვენი გუნდის ღირებულებებს: მომხმარებელზე ორიენტირებულობა, ხარისხი და პროფესიონალიზმი, ეკომეგობრული მიდგომა, გუნდური თანამშრომლობა და ერთგულება, ინოვაციურობა და განვითარება, ურთიერთპატივისცემა და მხარდაჭერა.
ჩვენ გვჯერა, რომ ჯანსაღი და ძლიერი კორპორაციული კულტურა იქმნება იმ ღირებულებებზე დაყრდნობით, რომლებსაც ერთად ვიზიარებთ.
"Spar Georgia" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის ადმინისტრატორის პოზიციაზე ქ. თბილისში.
ჩვენ გთავაზობთ:
- მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდს;
- შენზე მორგებულ სამუშაო გრაფიკს;
- ყოველთვიურ ბონუსს;
- ანაზღაურებას სტაჟირების პერიოდში;
- კვებაზე 50%-იან ფასდაკლებას;
- მგზავრობის თანხის უზრუნველყოფას;
- ლოიალობის ბონუსს (ნამუშევარი პერიოდის მიხედვით)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სავაჭრო ობიექტის პერსონალის საქმიანობის კოორდინირება და გამართულად მუშაობის კონტროლი;
- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, სასაქონლო ზედნადებების და სხვა ტიპის არსებული დოკუმენტაციის სრული კონტროლი და მათი პროგრამულად სწორად და დროულად ასახვა;
- პროდუქციის რეალიზაციის კონტროლი;
- სალარო ოპერაციების კონტროლი;
- მომსახურების სტანდარტის დაცვის კონტროლი;
- სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების კონტროლი და მერჩენდაიზინგი;
- მაღაზიაში ფასების სიზუსტისა და განთავსების კონტროლი;
- სააქციო პროდუქციის სწორად განლაგების და შესაბამისი ფასმაჩვენებლების დროულად განთავსების კონტროლი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სუპერმარკეტში მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
- პროგრამა 1C ცოდნა (სასურველია)
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ორგანიზებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდის მართვის უნარი;
- ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
- ყურადღებიანი და თავაზიანი;
- კოლეგიალური და თანამშრომლობაზე ორიენტირებული
მადლობა ვაკანსიით დაინტერესებისთვის და წარმატებებს გისურვებთ!
იხილეთ ბმული: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

