მაღაზიის მენეჯერი
- მისამართი
- თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი, ვაკე
- სამუშაო გრაფიკი
- კვირაში 5 დღე, ცვლებში (11:00-20:00; 12:00-21:00)
სრული აღწერა
ILARIA არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, ბაზრის კვლევა, პროგრამული უზრუნველყოფა.
კომპანია ILARIA პარტნიორი კომპანიისთვის, რომელიც არის მსოფლიო მოდის ინდუსტრიის პრემიუმ ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელი, "New Trend” - ის ჭავჭავაძის ფილიალისთვის ეძებს მაღაზიის მენეჯერს.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი, ვაკე
სამუშაო ფორმატი: სრული
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, ცვლებში (11:00-20:00; 12:00-21:00)
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
ჯანმრთელობის დაზღვევა
ფასდაკლება მაღაზიებში
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მაღაზიის პერსონალის მართვა;
- ფილიალის ეფექტურად და შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა;
- პერსონალის მიერ შესრულებული სამუშაოს ზედამხედველობა/კონტროლი;
- მიზნების მიღწევა გუნდის სწორი მართვითა და თანამშრომელთა განვითარებით.
- სასაქონლო-მატერიალური მარაგების სისტემატური აღრიცხვა;
- მაღაზიაში სისუფთავისა და წესრიგის კონტროლი;
- ახალი თანამშრომლებისთვის პროდუქციის დეტალური გაცნობა;
- გაყიდვების ანალიზი და გაყიდვები ზრდის მექანიზმების დანერგვა;
- სალაროს, მარაგებისა და ნაშთების კონტროლი;
- მაღაზიაში არსებული სტანდარტის მიხედვით მომხმარებლისათვის კვალიფიციური მომსახურების და კონსულტაციის გაწევა;
- მაღაზიის ყოველდღიური მუშაობის პროცესში ჩართულობა;
- სხვა შესაბამისი მოვალეობები, რაც შეიძლება დასჭირდეს კომპანიას.
გამოცდილება, განათლება და უნარები
- პრემიუმ ბრენდები, საცალო გაყიდვები (ტანსაცმელი/ფეხსაცმელი/აქსესუარი) - მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
- ინტერესი მოდის ინდუსტრიის მიმართ, მსოფლიო მოდის ტენდენციებისა და ლუქს კლასის ბრენდების კარგი ცოდნა, სტილისა და ფერის შეგრძნება, კრეატიულობა და კარგი ხედვა;
- მიმდინარე მოდის ტენდეციების, ვიზუალური მერჩენდაიზინგის და მომსახურეობის მაღალი სტანდარტების ცოდნა;
- უმაღლესი განათლება მენეჯმენტის, მარკეტინგისა და კომუნიკაციების მიმართულებით;
- ლიდერული უნარ-ჩვევები, გუნდის მართვა;
- ძლიერი კომუნიკაციის უნარი და ინგლისური ენის მაღალი დონე ცოდნა.
- POS პროგრამულ უზრუნველყოფაში (RetailPro) ან Microsoft-ის მსგავს პაკეტში, საჭირო ანგარიშების შექმნის შესაძლებლობა;
- მაღაზიის ყოველდღიური ოპერაციებისთვის SOP-ების შექმნის ცოდნა და უნარი.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"ილარია" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მაღაზიის მენეჯერი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

