მაღაზიებიდან დაბრუნებული/ძველი პურის აღმრიცხველი
გამოქვეყნდა 12 ნოებოლო ვადა: 12 დეკ
- სამუშაო გრაფიკი
- კვირაში 6 დღე, 09:00-დან 18:00-მდე
- მისამართი
- თბილისი, ისანი-სამგორის რაიონი, პოლიციის ქუჩა N9
სრული აღწერა
პურ-ფუნთუშეულის საწარმო "იფქლი" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიებიდან დაბრუნებული/ძველი პურის აღმრიცხველის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ისანი-სამგორის რაიონი, პოლიციის ქუჩა N9.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე, 09:00-დან 18:00-მდე.
აუცილებელი მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- საოფისე პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
- სასურველია სალარო აპარატთან მუშაობის გამოცდილება
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და ანალიზის უნარი
თანამდებობრივი მოვალეობები:
- სარეალიზაციო ქსელიდან საწარმოში დაბრუნებული პროდუქტის სათანადოდ (კატეგორიის მიხედვით) აღწერა/მითვლა და მონაცემების შეტანა საამისოდ განკუთვნილ დოკუმენტში და აღნიშნული ინფორმაციის დამსაქმებლისთვის მიწოდება;
- რეალურად დაბრუნებული პროდუქციის ზედნადების მიხედვით დაბრუნებულ მონაცემებთან შედარება;
- დისტრიბუტორის მიერ წაღებული და დატოვებული ცარიელი ყუთების კონტროლი;
- სარეალიზაციო ობიექტებიდან უკან დაბრუნებული პროდუქციის სამეურნეო მიზნით (ფერმერებზე) რეალიზაცია, ანგარიშსწორება, მონაცემების აღრიცხვა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: 599 87 38 74
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

