წინანდლის მამულებილოკალური IT მენეჯერი
- ქალაქი
- წინანდალი
- სამუშაო გრაფიკი
- კვირაში 5 დღე, არაუმეტეს 40 საათისა
- ბენეფიტები
- ტრანსპორტირებას · კვებას · ჯანმრთელობის დაზღვევას
სრული აღწერა
ლოკალური IT მენეჯერი
ლოკალური IT მენეჯერი
წინანდლის მამული | Tsinandali Estate ეძებს ლოკალურ IT მენეჯერს, რომელიც უზრუნველყოფს სასტუმროს IT სისტემების ადგილზე გამართულ და უწყვეტ მუშაობას. ძირითადი IT პროცესები (სარეზერვო ასლები, ძირითადი ქსელი, ინფორმაციული უსაფრთხოება და სხვა) ცენტრალიზებულად იმართება კლასტერის გუნდის მიერ, ამიტომ პოზიცია გულისხმობს მჭიდრო თანამშრომლობას კლასტერის IT გუნდთან.
ძირითადი მოვალეობები:
კლასტერის (HQ) IT გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა: სასტუმროს ლოკალური საჭიროებების, ინციდენტებისა და ცვლილებების კოორდინაცია;
სასტუმროს IT სისტემების, მათ შორის Opera PMS, Simphony POS და სხვა სისტემების ლოკალური მხარდაჭერა და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
თანამშრომლებისა და სტუმრების ყოველდღიური IT მხარდაჭერა: სამუშაო სადგურები, პრინტერები, POS ტერმინალები და სხვა მოწყობილობები;
ქსელური ინფრასტრუქტურის, სერვერებისა და მონაცემთა შენახვის სისტემების ლოკალური მონიტორინგი, პირველადი დიაგნოსტიკა და ადგილზე მხარდაჭერა (ძირითადი ადმინისტრირება ხორციელდება HQ-დან);
კიბერუსაფრთხოებისა და მონაცემთა დაცვის პოლიტიკების ადგილზე დანერგვა და დაცვა, ინციდენტების დაუყოვნებლივი ესკალაცია კლასტერის გუნდისთვის;
სარეზერვო ასლებისა და Disaster Recovery პროცესებში ლოკალური მონაწილეობა (მათ შორის ტესტირებაში), რომელთა მართვა ცენტრალიზებულად ხორციელდება;
ადგილობრივ მომწოდებლებთან/ვენდორებთან ოპერატიული კომუნიკაცია და მომსახურების ხარისხის მონიტორინგი კლასტერის გუნდთან შეთანხმებით;
სასტუმროს ინტერნეტის, ციფრული ტელევიზიისა და მულტიმედიური სისტემების ლოკალური გამართულობის უზრუნველყოფა;
საკონფერენციო და საბანკეტო სივრცეების ტექნოლოგიური მხარდაჭერა;
IT აქტივების ადგილობრივი აღრიცხვა და ლოკალური IT ხარჯების დაგეგმვაში კლასტერის გუნდთან თანამშრომლობა;
კლასტერის გეგმის შესაბამისად IT პროექტებისა და განახლებების ადგილზე განხორციელებაში მონაწილეობა, ახალი გადაწყვეტილებების შეთავაზება;
IT აუდიტებისა და ბრენდის სტანდარტებთან შესაბამისობისთვის მომზადება და აუდიტის პროცესში ადგილზე მხარდაჭერა.
სამუშაო პირობები:
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, არაუმეტეს 40 საათისა
დასვენება: კვირაში 2 დღე
სამუშაო ადგილი: წინანდალი
ჩვენ გთავაზობთ:
ტრანსპორტირებას;
კვებას;
ჯანმრთელობის დაზღვევას;
ჩვენი კომპანიის ობიექტებზე თანამშრომლებისთვის სპეციალურ ფასდაკლებებს.
დაინტერესების შემთხვევაში, შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"წინანდლის მამული" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ლოკალური IT მენეჯერი, ქალაქში - წინანდალი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
