ლოჯისტიკის კომპანია
ლოჯისტიკალოჯისტიკის სპეციალისტი
გამოქვეყნდა 16 ოქტბოლო ვადა: 16 ნოე
- ანაზღაურება
- 3 500 ₾
- ქალაქი
- ბათუმი
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ; შაბათი (ნახევარი დღე)
სრული აღწერა
ლოჯისტიკის კომპანია აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის სპეციალისტის პოზიციაზე ბათუმში.
მოვალეობები:
- ლოჯისტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული აქტივობები;
- შეთავაზებებისა და ხელშეკრულებების მომზადება;
- არსებული პორტფელის მართვა და მომსახურება;
- საჭიროების შემთხვევაში შეხვედრების დაგეგმვა კომპანიის წარმომადგენლებთან;
- მოლაპარაკების წარმოება;
- მენეჯმენტთან რეპორტინგი;
- ლოჯისტიკური ბაზრის კვლევა/ანალიზი;
- შეკვეთების მიღება;
- პოტენციური კლიენტებისთვის შეთავაზებების მომზადება კონკრეტულ მომსახურებაზე და მოლაპარაკების წარმოება;
- პოტენციურ კლიენტებზე ინფორმაციის მუდმივად მოძიება და მონაცემთა ბაზების წარმოება/განახლება.
მოთხოვნები:
- ლოჯისტიკის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 2 წელი;
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word, MS Excel, MS PowerPoint);
- ენების ცოდნა: ქართული (მშობლიური), ინგლისური ენა; რუსული ენა.
დამატებითი პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; შაბათი (ნახევარი დღე);
- გამოსაცდელი ვადა — 2 თვე;
- ხელფასი — 3 500 ლარი.
პიროვნული უნარები და მახასიათებლები:
- დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
- გამართული მეტყველება;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- კლიენტურასთან ყოველდღიური მუშაობა და კომპანიის მომსახურების შესახებ ამომწურავი და დეტალური ინფორმაციის მიწოდება.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად ელ. მისამართზე: hrlogistics288@gmail.com და სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და ქალაქი.
ფოტოსურათისა და ვაკანსიის დასახელების გარეშე გამოგზავნილი რეზიუმე არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
