ლოჯისტიკის სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 1 331 ₾
- ქალაქი
- მცხეთა
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- მთავარი მოთხოვნა
- კანდიდატმა "ჩემი რეზიუმეს" შესაბამის ველში შემდეგი დოკუმენტები ატვირთოს
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
ლოჯისტიკის სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
სხვა
ორგანიზაცია:
სსიპ - ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი
კატეგორია:
ლოჯისტიკა
განცხადების ბოლო ვადა:
22.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
1331 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
მცხეთა
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
3 თვე
ფუნქციები:
კოლეჯის ლოჯისტიკის სპეციალისტის უფლებამოსილებები/უფლებამოვალეობები განისაზღვრება შემდეგნაირად:
- კვარტალური ანგარიშის მომზადება და წარდგენა კოლეჯის დირექტორისათვის, ხოლო დირექტორის არყოფნის შემთხვევაში დირექტორის მოადგილისათვის;
- კომპეტენციის ფარგლებში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება;
- კოლეჯის შეუფერხებელად მუშაობისთვის საჭიროებების (სასწავლო და საკანცელარიო ინვენტარის, მოწყობილობებისა და აღჭურვილობების და სხვა) განსაზღვრა წინამძღვრიანთკარის, დუშეთის, თიანეთისა და სტეფანწმინდის სასწავლო ფართებისათვის;
- სასწავლო პროცესისათვის , მათ შორის სასწავლო პრაქტიკისათვის საჭირო სასწავლო მასალების, ასევე სამეურნეო საჭიროებისათვის საჭირო მასალების დროულად მოძიების უზრუნველყოფა;
- კოლეჯის გამართული საქმიანობისათვის თანამშრომლებისაგან განაცხადების მიღების უზრუნველყოფა (მაგ: საკანცელარიო ნივთები, ინვენტარი, მოწყობილობები და ა.შ) და სათანადო მოთხოვნის მომზადება სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მიზნით;
- შესყიდვების განხორციელებისთვის კოლეჯისათვის საჭირო მასალა-ნედლეულის ინვოისების მოძიების გეგმა-გრაფიკის შედგენა;
- შესყიდვის განხორციელებამდე საჭირო საქონლის/ მომსახურების შეძენის მიზნით შიდა ბაზრის მოკვლევა და ფასთა ქვოტირება და შესყიდვის სპეციალისტისათვის ინვოისების მიწოდება;
- შესყიდვის განხორციელება ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში;
- მონაწილეობის მიღება კოლეჯის მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის ჩატარების პროცესში;
- კომპეტენციის ფარგლებში მიღება- ჩაბარების აქტებზე ხელმოწერა;
- კოლეჯის სტრატეგიული გეგმის შემუშავებაში და წლის ბოლოს კოლეჯის მიერ განვლილი წლის ანგარიშის შედგენაში მონაწილეობის მიღება;
- ვალდებულია წარმოადგინოს შესასრულებელი სამუშაოს გეგმა-გრაფიკი, რომლის შესაბამისადაც წინასწარ განსაზღვრული ვადების დაცვით ვალდებულია დირექტორს წარუდგინოს შესრულებული სამუშაოების ანგარიში;
- მასთან დაცული დოკუმენტების საარქივოდ მომზადება (დახარისხება, აღრიცხვა–სისტემატიზაცია) და დირექტორის თანხმობით არქივისათვის (შიდა) გადაცემა;
- ასრულებს კოლეჯის დირექტორის და ზემდგომი ხელმძღვანელის ცალკეულ დავალებებს;
- კომპეტენციის ფარგლებში სხვა საქმანობის განხორციელება,რომელიც გამომდინარეობს კოლეჯის ინტერესებიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას
- ლოჯისტიკის სპეციალისტი პასუხისმგებელია კოლეჯის მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების უზრუნველყოფაზე.
მინიმალური განათლება:
პროფესიული
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’;
- საქართველოს კანონი "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ"
- საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’;
- საქართველოს კანონი ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ’’;
- ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
- საქართველოს ორგანული კანონი ,,შრომის კოდექსი’’;
- საქართველოს განათლების, მეცნერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 19 ივნისის N115/ნ ბრძანება საჯარო სამართლის იურიდიული პირის სსიპ - ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის წესდების დამტკიცების თაობაზე;
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის, სსიპ -ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის შინაგანაწესი.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
მცხეთის რაიონი სოფ: წინამძღვრინთკარი, წინამძღვრიშვილის ქ N2ა
საკონტაქტო ტელეფონები:
577 55 61 53;577 21 50 90
საკონტაქტო პირი:
ლამზირა აბაიაძე
დამატებითი მოთხოვნები:
ლოჯისტიკის სპეციალისტი შეიძლება იყოს პირი რომელსაც აქვს პროფესიული განათლება;
- სასურველია ჰქონდეს :
განათლების სისტემაში ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
უმაღლესი განათლება — ბაკალავრის აკადემიური ხარისხი-ტექნიკური ან ეკონომიკური მიმართულებით
სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
უცხო ენის ცოდნა;
დამატებითი მოთხოვნები:
ა) პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კეთილსინდისიერება;
ბ) ორგანიზაციული უნარები, სამუშაოს დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
გ) მრავალმხრივი ინფორმაციის ანალიზისა და სისტემატიზების უნარი;
დ) გუნდური მუშაობის უნარი;
ე) დეტალებზე ორიენტირებულობა.
დამატებითი ინფორმაცია:
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა შეავსონ აპლიკაცია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის ( vacancy.hr.gov.ge)მეშვეობით.
- აუცილებელია კანდიდატმა "ჩემი რეზიუმეს" შესაბამის ველში შემდეგი დოკუმენტები ატვირთოს:
- განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
კანდიდატების საყურადღებოდ:
ა/ სამუშაო ადგილად განისაზღვრება მცხეთის რაიონი სოფ.წინამძღვრიანთკარი . სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი.
ბ/ საშტატო პოზიცია ითვალისწინებს 09.00 საათიდან - 18.00 საათამდე სამუშაო დროს (ერთი საათი შესვენების დროით) .
გ/ საკონკურსო ეტაპების (საბუთების გადარჩევისა და გასაუბრების) წარმატებით გავლის შემდგომ , სავალდებულო დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის შემდგომ მოხდება შრომითი ხელშეკრულების გაფორმება გამოსაცდელი ვადით.
ვაკანსიაზე რეზიუმეს (CV) გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს თანხმობას, რომ მისი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს მიმდინარე შერჩევის პროცესის მიზნებისთვის.
იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი არ იქნება შერჩეული აღნიშნულ ვაკანსიაზე, მისი რეზიუმე შესაძლოა კომპანიამ შეინახოს 1 (ერთი) წლის ვადით მომავალში შესაბამისი ვაკანსიების არსებობის შემთხვევაში კანდიდატთან დაკავშირებისა და თანამშრომლობის შესაძლებლობის განხილვის მიზნით.
კანდიდატს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მოითხოვოს მისი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, წაშლა ან მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.ამისათვის მიმართეთ საკონტაქტო პირს
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ხმათა უმრავლესობით, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არა უგვიანეს 3 თვის ვადაში;
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
