ლოჯისტიკის მენეჯერის ასისტენტი
გამოქვეყნდა 6 ნოებოლო ვადა: 6 დეკ
- ანაზღაურება
- 1 500 ₾
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ 06:00–15:00, ყოველი მეორე შაბათი 06:00–12:00, კვირა დღე დასვენება
- ბენეფიტები
- კვებაზე ფასდაკლება, ჯანმრთელობის დაზღვევა, Fitpass
სრული აღწერა
ამერიკული რესტორნების ქსელები Wendy’s/Dunkin'/Subway აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.
ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1500 ლარი (მე-2 თვიდან 1800), შაბათს მუშაობა ანაზღაურდება დამატებით;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 06:00–15:00, ყოველი მეორე შაბათი 06:00–12:00, კვირა დღე დასვენება;
ლოკაცია: ცენტრალური საწყობი-ორხევი;
ბენეფიტები: კვებაზე ფასდაკლება, ჯანმრთელობის დაზღვევა, Fitpass.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- პროდუქციის გადაადგილების კონტროლი: საწყობის გავლით ობიექტებს შორის გასაგზავნი პროდუქციის შესაბამისი მიმართულებით, სწორი ობიექტისთვის და დადგენილი წესის შესაბამისად გაშვების უზრუნველყოფა და პროცესის მონიტორინგი;
- რესტორნის მენეჯერებთან მუდმივი უკუკავშირი საქონლის გაგზავნა-მიღების, შესაძლო დანაკლისისა და დაგვიანების შესახებ;
- მძღოლებისა და მძღოლის დამხმარეების საწყობიდან გასვლის, მათი უკან დაბრუნებისა და გადაადგილების მონიტორინგი;
- საწყობში სისუფთავისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის კონტროლი;
- საწყობის ტექნიკური აღჭურვილობის მონიტორინგი და კონტროლი: გენერატორის, მაცივრების, კერხერის, საპრესისა და ელექტრო დამტვირთელის გამართულ მუშაობაზე ყურადღების მიქცევა;
- პრობლემებზე რეაგირება: ნებისმიერი პრობლემის ან გაუმართაობის გამოვლენის შემთხვევაში, შესაბამის დეპარტამენტთან დროული კომუნიკაცია და საკითხის მოგვარების პროცესის მონიტორინგი;
- ლოჯისტიკის მენეჯერის ასისტირება საწყობის ყოველდღიურ ოპერაციულ საქმიანობაში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე (საწყობი, ლოჯისტიკა, ოპერაციები) მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- საწყობის ტექნიკურ აღჭურვილობასთან (დამტვირთველი, გენერატორი და ა.შ.) მუშაობის/მეთვალყურეობის საბაზისო ცოდნა ან გამოცდილება;
- საწყობის აღრიცხვისა და მარაგების მოძრაობის პრინციპების საბაზისო ცოდნა;
- სასურველია კანდიდატი ცხოვრობდეს ორხევთან ახლოს მდებარე ტერიტორიებზე;
- სასურველია B კატეგორიის მართვის მოწმობა.
პიროვნული თვისებები და უნარები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებისადმი ყურადღება;
- ტექნიკური ან ოპერაციული შეფერხებების დროს სწრაფი რეაგირებისა და პრობლემის გადაჭრის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების სწორად გადანაწილების უნარი;
- გამართული კომუნიკაციის უნარი სხვადასხვა დეპარტამენტთან მუშაობისას;
- გუნდურად მუშაობის უნარი.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"ვენდის`" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ლოჯისტიკის მენეჯერის ასისტენტი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

