ლოჯისტიკის მენეჯერი
- ბენეფიტები
- სტაბილურ და დინამიკურ სამუშაო გარემოს საერთაშორისო კომპანიაში · მეგობრულ და პროფესიონალ გუნდთან თანამშრომლობას და პროფესიული განვითრების შესაძლებლობებს · ფიქსირებულ ყოველთვიურ ანაზღაურებასა და წლიურ ბონუსს
სრული აღწერა
23-10-2026 - 01-11-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული
ICR ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას — ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე
„აი სი არ ჯგუფის“ ერთ-ერთი კომპანია — შპს „აი სი არ ტრეიდი“ წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის საერთაშორისო და ლოკალურ ბრენდებს, მათ შორის:
Bata, Bambino, ECCO, Geox, Studio Shoes Gallery, Laboratoria Shoes Gallery, AV LAB, Corso Italia, Scarpiera, Okaïdi და Jacadi.
დღეისათვის კომპანია მართავს 60-ზე მეტ მაღაზიას თბილისში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში.
თუ გაქვს გამოცდილება იმპორტისა და ლოგისტიკური პროცესების მართვაში და გაინტერესებს ამ მიმართლებით განვითარება დინამიკურ გარემოში, შემოგვიერთდი!
ძირითადი მოვალეობები
- შესყიდვების მენეჯერისგან შეკვეთებთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება და იმპორტის პროცესის დაგეგმვა;
- მომწოდებლებთან კომუნიკაცია ტვირთის სტატუსის, ტრანსპორტირების დეტალებისა და საჭირო დოკუმენტაციის შესახებ;
- მომწოდებლებისგან ინვოისების მიღება და შესაბამისი მონაცემების გადამოწმება;
- ოპტიმალური სატრანსპორტო კომპანიისა და ტრანსპორტირების ვარიანტის შერჩევა ტრანზიტული ვადებისა და ხარჯების გათვალისწინებით;
- ტრანსპორტირებისა და განბაჟებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
- ტვირთის დაზღვევის უზრუნველყოფა და ტრანსპორტირების პროცესის მონიტორინგი;
- სხვადასხვა მომწოდებლის ტვირთის კონსოლიდაცია ერთ კონტეინერში ოპტიმალური მიწოდების უზრუნველსაყოფად;
- საბაჟო წარმომადგენლისთვის დოკუმენტაციის მომზადება წინასწარი დეკლარირების მიზნით;
- ტვირთის მიღებისას აღმოჩენილი დანაკლისის ან დაზიანების შემთხვევაში სადაზღვევო და სატრანსპორტო კომპანიებთან საკითხების კოორდინაცია;
- მიღებული ტვირთის პროგრამული ასახვა, ხარჯების დარიცხვა, კატეგორიზაცია და ანალიზი.
საჭირო გამოცდილება, ცოდნა და უნარები
- უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ბიზნესის მართვის ან მომიჯნავე მიმართულებით;
- გადაზიდვების ან იმპორტის ადმინისტრირების პრაქტიკული გამოცდილება;
- საბაჟო კანონმდებლობის საფუძვლების ცოდნა;
- საგადასახადო კანონმდებლობის საფუძვლების ცოდნა;
- ინგლისური და რუსული ენის სამუშაო დონეზე ცოდნა;
- MS Office-ის, განსაკუთრებით Excel-ის კარგი ცოდნა;
- პასუხისმგებლობა, ანალიტიკური აზროვნება და გუნდური მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ
- სტაბილურ და დინამიკურ სამუშაო გარემოს საერთაშორისო კომპანიაში;
- მეგობრულ და პროფესიონალ გუნდთან თანამშრომლობას და პროფესიული განვითრების შესაძლებლობებს;
- ფიქსირებულ ყოველთვიურ ანაზღაურებასა და წლიურ ბონუსს.
გისურვებთ წარმატებას!
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
შპს "აი სი არ ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადახვიდეთ ბმულზე: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

