ლოჯისტიკის კოორდინატორი
- მისამართი
- თბილისი; მერაბ კოსტავას. #70
სრული აღწერა
კომპანიის შესახებ
სს „თიბისი დაზღვევა“ მომხმარებელს სთავაზობს სადაზღვევო პროდუქტების ფართო სპექტრს როგორც საცალო, ისე კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით.
„თიბისი დაზღვევის“ მუშაობის მთავარ პრინციპებს წარმოადგენს: მომსახურების ხარისხი, ინოვაციური პროდუქტები და მომხმარებლისადმი ინდივიდუალური მიდგომა.
თუ გინდა, გაიგო მეტი ჩვენს გუნდზე, სამუშაო გარემოსა და იმ ბენეფიტებზე, რომლებსაც თანამშრომლებს ვთავაზობთ, ეწვიე ბმულს: www.tbci.ge — ბმულის გახსნა
სს „თიბისი დაზღვევა“ აცხადებს ვაკანსიას: ლოჯისტიკის კოორდინატორის პოზიციაზე.
- სამუშაო ადგილი: თბილისი; მერაბ კოსტავას. #70;
- განაკვეთი: ორშაბათი-ხუთშაბათი, 10:00-19:00 სთ;
პარასკევი 10:00-17:00 სთ;
შენი, როგორც ლოჯისტიკის კოორდინატორის მთავარი ფუნქციები იქნება:
- საქონლის მიღება და დასაწყობება;
- სასაქონლო მარაგების გაცემა და ნაშთის კონტროლი;
- ძირითადი საშუალებების გაცემა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
- ინვენტარიზაციის პროცესის წარმართვა;
- კომპანიის ავტოპარკის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
- შესყიდული საქონლის დოკუმენტაციის მომზადება;
- ტექნიკური პრობლემების აღმოფხვრა და რეაგირება;
- თვის ბოლოს საკანცელარიო და სამეურნეო საქონლის ჩამოწერის აქტების მომზადება;
- საჭიროების შემთხვევაში, ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
გამოგვეხმაურე, თუ
- გაქვს უმაღლესი განათლება ან ხარ დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
- გაქვს მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- იცი ინგლისური ენა;
- იცი MS Office პროგრამები.
ვეძებთ ჩვენიანს:
- კომუნიკაბელურს;
- დეტალებზე ორიენტირებულს;
- პასუხისმგებლიანს;
- საქმეზე კონცენტრირებულს.
- ორგანიზებულს.
სს „თიბისი დაზღვევა“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"თიბისი დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ლოჯისტიკის კოორდინატორი, ქალაქში - თბილისი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

