ლოჯისტიკის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი (ბუღალტერი)
- ანაზღაურება
- 2 329 ₾
- ქალაქი
- მცხეთა
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
ლოჯისტიკის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი (ბუღალტერი)
კონკურსის ტიპი:
სხვა
ორგანიზაცია:
სსიპ - სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო
ორგანიზაციის შესახებ:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო ახორციელებს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შექმნასთან, მართვასთან, შენახვასა და გამოყენებასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოებას, უზრუნველყოფს სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო მომსახურების გაწევას, ახორციელებს საქართველოში ფიზიკურ/იურიდიულ პირზე პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის/ექსპორტის ნებართვის, პიროტექნიკური ნაწარმის წარმოების/რეალიზაციის ლიცენზიის გაცემასა და სანებართვო/სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლს, აგრეთვე, სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო საქმიანობას.
სააგენტო საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის სამართლებრივი აქტების, ასევე სააგენტოს დებულებისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად.
კატეგორია:
ბუღალტერია
განცხადების ბოლო ვადა:
18.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
2329 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
მცხეთა
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
3 თვე
ფუნქციები:
- პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის მომზადება, წარმოება, დამუშავება და დაარქივება;
- ხაზინის პროგრამაში მუშაობა;
•შემოსავლების სამსახურის პროგრამაში მუშაობა;
•ბუღალტრული გატარებების შესრულება ORIS-ის პროგრამაში (რეალიზაციის, ხარჯების, სალაროს, ბანკის და ა.შ. ოპერაციების);
•ბუღალტრული აღრიცხვა საჯარო სექტორის საერთაშორისო სტანდარტების (IPSAS) მიხედვით;
•განყოფილების უფროსის და სააგენტოს უფროსის ცალკეული დავალებების შესრულება;
•კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“;
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 15 იანვარის ბრძანება №17 – „საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის და მისი გამოყენების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“;
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 5 მაისის ბრძანება №108 – „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“;
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბერის ბრძანება №364 – „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების და ინვენტარიზაციის შედეგების საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე აღრიცხვა-ანგარიშგებაში ასახვის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“;
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბერის ბრძანება №996 – „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“;
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 2 დეკემბერის ბრძანება №289 – „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ცვეთის/ამორტიზაციის ბუღალტრულ აღრიცხვასა და ფინანსურ ანგარიშგებაში ასახვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
თბილისი, გორგასალის № 83ა / თბილისი, ცინცაძის N6
საკონტაქტო ტელეფონები:
0322414112 (2)
დამატებითი მოთხოვნები:
•უმაღლესი განათლება (სასურველია: ფინანსისტი, ეკონომისტი);
•ბუღალტერიის სპეციალიზებული კურსი (სასურველია);
•სამუშაო გამოცდილება ბუღალტერიის მიმართულებით (სასურველია);
•ბუღალტრული პროგრამის - ORIS ცოდნა (სასურველია);
•ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია).
დამატებითი ინფორმაცია:
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, კანდიდატმა უნდა ატვირთოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:
- განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
- სერტიფიკატების ასლები (არსებობის შემთხვევაში).
- შეავსოს სამოტივაციო წერილის ველი.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის საერთო შემადგენლობის ნახევარზე მეტი, გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრის საფუძველზე, დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
