ლოჯისტიკის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 2 329 ₾
- ქალაქი
- მცხეთა
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
ლოჯისტიკის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
სხვა
ორგანიზაცია:
სსიპ - სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო
ორგანიზაციის შესახებ:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო ახორციელებს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შექმნასთან, მართვასთან, შენახვასა და გამოყენებასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოებას, უზრუნველყოფს სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო მომსახურების გაწევას, ახორციელებს საქართველოში ფიზიკურ/იურიდიულ პირზე პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის/ექსპორტის ნებართვის, პიროტექნიკური ნაწარმის წარმოების/რეალიზაციის ლიცენზიის გაცემასა და სანებართვო/სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლს, აგრეთვე, სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო საქმიანობას.
სააგენტო საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის სამართლებრივი აქტების, ასევე სააგენტოს დებულებისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად.
კატეგორია:
შესყიდვები
განცხადების ბოლო ვადა:
18.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
2329 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
მცხეთა
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
3 თვე
ფუნქციები:
- სააგენტოს ბიუჯეტის დაგეგმვა-შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
- სააგენტოს სამეურნეო საჭიროებების დადგენა;
- ტექნიკურ პირობების შემუშავება საჭიროებებიდან გამომდინარე, შესაძენი საქონლისათვის;
- ბაზრის კვლევის განხორციელება;
- ხელშეკრულების პროექტის შემუშავება და შესათანხმებლად წარდგენა;
- სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საორგანიზაციო საქმიანობის წარმართვა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება;
- სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში, კანონმდებლობის შესაბამისად, დოკუმენტაციის დროულად ატვირთვა;
- სააგენტოს ბალანსზე არსებული სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვა/მოვლა-პატრონობასთან, საწვავით უზრუნველყოფასთან და ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების წარმართვა;
- სტატისტიკური მონაცემების აღრიცხვა/წარმოება, დამუშავება და ანალიზი;
- განყოფილების უფროსის და სააგენტოს უფროსის ცალკეული დავალებების შესრულება;
- კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
- საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“;
- საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“;
- სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის ბრძანება №12 - „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“;
- სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს ბრძანება №13 – „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“;
- სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბერის ბრძანება №19 – „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ. თბილისი, გორგასალის 83ა / თბილისი, ცინცაძის N6
საკონტაქტო ტელეფონები:
0322414112 (2)
დამატებითი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია: იურისტი, ფინანსისტი, ეკონომისტი);
- სასურველია შესყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია);
- დროის ეფექტური მართვა;
- კომუნიკაბელურობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა.
დამატებითი ინფორმაცია:
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, კანდიდატმა უნდა ატვირთოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:
- განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- სერტიფიკატების ასლები (არსებობის შემთხვევაში);
- შეავსოს სამოტივაციო წერილის ველი.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის საერთო შემადგენლობის ნახევარზე მეტი, გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრის საფუძველზე, დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
