ლოჯისტიკი
- ქალაქი
- თბილისი
- ბენეფიტები
- · პოზიტიურ, გუნდურ და დინამიურ სამუშაო გარემოს · · სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს · · პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს
სრული აღწერა
დამსაქმებელი: სს კრედო ბანკი
თანამდებობა: ლოჯისტიკი
სამუშაო ადგილი: თბილისი
კრედო ბანკი 29 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 100-მდე ფილიალით არის წარმოდგენილი.
კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს, მათ დასაქმებულებსა და ოჯახის წევრებს უკეთესი მომავლის შექმნაში.
კრედოს მისიის განხორციელება ჩვენთვის ჩვენი გუნდიდან იწყება. ჩვენ ვქმნით თანამშრომლებისთვის განვითარების, სწავლის და წინსვლის შესაძლებლობებს.
საერთო მიზნების მიღწევის გზაზე ჩვენი კრედოა ვუზრუნველვყოთ ერთმანეთის მხარდაჭერა, რაც ძლიერი და წარმატებული გუნდის საწინდარია.
#ჩვენვქმნითშესაძლებლობებს
#ჩვენიძალაგუნდურობაშია
ჩვენ გთავაზობთ:
· პოზიტიურ, გუნდურ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
· სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს;
· პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
· კორპორატიულ ღონისძიებებს;
· ჯანმრთელობის დაზღვევას;
· წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტის თანადაფინანსებას.
გუნდში ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ, კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედო ბანკის ღირებულებებს.
პოზიციის მიზანი
ლოჯისტიკის პოზიციის მიზანია თანამშრომელთა გადაადგილებაში დახმარება, საკურიერო მომსახურება კომპანიაში დანერგილი პროცედურის მიხედვით.
ზოგადი პასუხისმგებლობები
· კრედოს ფილოსოფიის, ღირებულებების, მიზნების გაზიარება და მხარდაჭერა;
· საქმიანობის შესრულება კრედოს სტრატეგიისა და მეთოდიკის შესაბამისად;
· ორგანიზაციის მიმართ მაღალი ლოიალობა;
· ორგანიზაციის მატერიალური ფასეულობების გაფრთხილება და დაცვა, კრედოს მოხმარების პოლიტიკის შესაბამისად;
· შრომის უსაფრთხოების ტრენინგზე დასწერება და დანართი N2-ის ხელმოწერით დადასტურება;
· ინფორმაციული უსაფრთხოების ტრეინინგზე დასწრება და ინფორმაციული უსაფრთხოების თანხმობის განცხადებაზე ხელის მოწერის უზრუნველყოფა, (ხელმოწერით დადასტურება, რომ განცხადების რომელიმე ნაწილის დარღვევა განხილულია როგორც მოვალეობის შეუსრულებლობა და იწვევს დისციპლინარულ სანქციებს).
· სამუშაო პროცესში მოპოვებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვა;
სპეციფიური პასუხისმგებლობები
· არსებული შიდა წესის დაცვით საკურიერო საქმიანობის შესრულება
· დასარიგებელი დოკუმენტაციის დანიშნულების ადგილზე მიტანის უზრუნველყოფა;
· საჭიროების შემთხვევაში, თანამშრომელთა ტრანსპროტირება სამუშაო საქმიანობების შესასრულებლად;
· შიდა გადაადგილების რეესტრის წარმოება;
· წინასწარ შეთანხმებულ საქმიანობის საფუძველზე დღის განრიგის გაწერა;
· უშუალო ხელმძღვნელთან ორგანიზაციაში მოსვლისა და გასვლის დროის აღრიცხვა/შეთანხმება;
· მოთხოვნის საფუძველზე, საოფისე ინვენტარის შეძენა;
· ავტომობილის მუდმივად სუფთა და ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში შენახვა;
· ავტომობილის მართვის უსაფრთხოების ყველა წესის დაცვა;
· სამუშაო საათებში მოწესრიგებულ მდგომარეობაში ყოფნა, სამუშაო გარემოსთვის შესაბამისი დრესს კოდის დაცვა (დასაშვებია ჯინსები, მაგრამ არა სპორტული ჩაცმულობა);
· უშულო ზედამხედველის მოთხოვნის შემთხვევაში შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშგება.
· თანამშრომლების მივლინებებში წაყვანა, თბილისში და რეგიონებში. სავალდებულოა პირადი ავტომობილის ფლობა ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში , კარებები 4/5 , ავტომობილი ბიზნეს კლასის სედანი ან ჯიპი, ტექ დათვალიერება გავლილი
ცოდნა, პიროვნული მახასიათებლები და უნარები:
· სასურველია უმაღლესი განათლება;
· B კატეგორიის მართვის მოწმობა;
· პუნქტუალურობა;
· ყურადღებიანობა
· პასუხიმგებლობიანი;
· სამუშაოს დაგეგმვის უნარი
· დროის მართვის უნარი;
· პრობლემის გადაწყვეტის უნარი (თავის კომპეტენციის ფარგლებში);
· სტრესის მართვის უნარი;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ შეავსოთ სააფლიკაციო ფორმა.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 25 ნოემბერი, 2026 წელი
შეავსე აპლიკაცია და შემოუერთდი კრედოს განვითარების ყველაზე საინტერესო და გამოწვევებით სავსე ეტაპზე, შეიტანე შენი კონტრიბუცია და განვითარდი კომპანიასთან ერთად!
#გახდიკრედოელი
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"კრედო ბანკი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ლოჯისტიკი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

