ლოგისტიკისა და შესყიდვების სამსახურის შესყიდვების განყოფილების უფროსი
- ანაზღაურება
- 6 400 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 2 წელი
- მთავარი მოთხოვნა
- შესყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 2 წელი
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
მეორე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
პოზიციის დასახელება:
ლოგისტიკისა და შესყიდვების სამსახურის შესყიდვების განყოფილების უფროსი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია
კატეგორია:
მართვა/მენეჯმენტი
განცხადების ბოლო ვადა:
26.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
6400 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
12 თვე
ფუნქციები:
-განყოფილების საქმიანობის ხელმძღვანელობა, ამოცანების დასახვა და თანამშრომელთათვის დავალებების განაწილება, მათი შესრულების ვადების განსაზღვრა და კონტროლი;
-განყოფილების თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების ზედამხედველობა და მათ მიერ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შინაგანაწესის შესრულების კონტროლი;
-საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საქმიანობის უზრუნველსაყოფად საჭირო ელექტრონულ სისტემებში მუშაობა;
-საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოველწლიური საბიუჯეტო განაცხადის უზრუნველყოფა;
-საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბიუჯეტის ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის შემუშავების, შესყიდვის ობიექტების ერთგვაროვნების მიხედვით დაჯგუფების, მონეტარულ ზღვრებში განლაგების უზრუნველყოფა;
-სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს კონსოლიდირებული ტენდერების მენეჯმენტის სისტემაში ინფორმაციის ატვირთვისა და საჭიროების შემთხვევაში კორექტირების უზრუნველყოფაზე კონტროლი;
-ელექტრონული აუქციონების ჩატარებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადების, ელექტრონული აუქციონების გამოცხადების და ხელშეკრულებების გაფორმების კონტროლი;
-საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტების/შეხვედრების/ღონისძიებების ორგანიზების უზრუნველყოფისათვის შესაბამისი შესყიდვების პროცედურების კონტროლი;
-საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გასაცემი საჯარო და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის მომზადების კოორდინაცია და სამსახურის ხელმძღვანელისათვის წარდგენა;
-განყოფილების საქმიანობასთან დაკავშირებული კორესპონდენციისა და დოკუმენტაციის განხილვა, ორგანიზება და სისტემატიზება, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არსებულ საქმისწარმოების ელექტრონულ სისტემაში მუშაობა;
-განყოფილების თანამშრომელთა შეფასების, წახალისების, განვითარების, მოტივირების პროცესის განხორციელება; დისციპლინური ღონისძიებების მიმდინარეობის პროცესში მონაწილეობის მიღება;
-შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშის მომზადება საჭიროების შემთხვევაში;
-სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შესრულება მისი არყოფნის ან მოვალეობის განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში;
-საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დებულებით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებებისა და მოვალეობების განხორციელება სამსახურის ხელმძღვანელის ცალკეული დავალებების/მითითებების შესაბამისად.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
2 წელი
საკონკურსო თემატიკა:
-საქართველოს კონსტიტუცია;
-საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;
-საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების შესახებ“;
- „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2026 წლის 9 ოქტომბრის N257 ბრძანებულება;
- „საქართველოს სახელმწიფო პრემიების გაცემის მიზნით კონკურსის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2019 წლის 17 იანვრის N27 ბრძანებულება;
- „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2019 წლის 17 იანვრის N28 ბრძანებულება;
- „საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის დადგენილება;
- „საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №200 დადგენილება.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ათონელის N25, ქ. თბილისი, საქართველო
საკონტაქტო ტელეფონები:
032 2281824
საკონტაქტო პირი:
ლანა ტეფნაძე
დამატებითი მოთხოვნები:
აუცილებელია: შესყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 2 წელი.
დამატებითი ინფორმაცია:
შესაბამის ველში - კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს:
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი (უცხოენოვანი დიპლომის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემული აღიარების დოკუმენტი);
- შრომის წიგნაკის ან შრომითი ურთიერთობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (ორგანიზაცია, თანამდებობა, დანიშვნისა და გათავისუფლების თარიღების მითითებით, უცხოენოვანი ცნობის შემთხვევაში ქართულ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული);
- საბუთების არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში კანდიდატი კონკურსის II ეტაპზე არ დაიშვება.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კომისიის საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობის საფუძველზე, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
