ლოგისტიკისა და შესყიდვების სამსახურის ლოგისტიკის განყოფილების უფროსი
- ანაზღაურება
- 6 400 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 2 წელი
- მთავარი მოთხოვნა
- საჯარო სამსახურში ლოგისტიკის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 2 წელი
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
მეორე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
პოზიციის დასახელება:
ლოგისტიკისა და შესყიდვების სამსახურის ლოგისტიკის განყოფილების უფროსი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია
კატეგორია:
მართვა/მენეჯმენტი
განცხადების ბოლო ვადა:
26.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
6400 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
12 თვე
ფუნქციები:
-განყოფილების საქმიანობის ხელმძღვანელობა, ამოცანების დასახვა და თანამშრომელთათვის დავალებების განაწილება, მათი შესრულების ვადების განსაზღვრა და კონტროლი;
-განყოფილების თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების ზედამხედველობა და მათ მიერ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შინაგანაწესის შესრულების კონტროლი;
-საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საქმიანობის უზრუნველსაყოფად საჭირო ელექტრონულ სისტემებში მუშაობა;
-საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საწყობში მატერიალურ-ტექნიკურ ფასეულობათა შემოტანის, დასაწყობების, აღრიცხვისა და გაცემის პროცესების კონტროლი;
-საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საწყობში არსებული ნაშთების პერიოდულად აღწერა, ადმინისტრაციის საფინანსო სამსახურის მონაცემებთან შესაბამისობის დადგენის პროცესში მონაწილეობა და კონტროლი;
-საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ ჩამოწერილი გამოსაყენებლად უვარგისი ქონების დადგენილი წესის მიხედვით განადგურების პროცესში მონაწილეობის მიღება და კონტროლი;
-ავტოსატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებული და სხვა საჭირო თემატური შესყიდვების მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადების, ტრანსპორტთან დაკავშირებული მომსახურებების კონტროლის/მიღება-ჩაბარების აქტების შედგენის და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არსებულ სააღრიცხვო ელექტრონულ პროგრამაში გატარებაზე კონტროლი;
-ადმინისტრაციის ბალანსზე რიცხული სატრანსპორტო საშუალებების საწვავით უზრუნველყოფაში მონაწილეობა, საწვავის გაცემის აღრიცხვა, ხარჯვის ანალიზი საწვავის ყოველთვიურად დადგენილ ლიმიტთან შესაბამისად კილომეტრაჟისა და გახარჯული ლიტრაჟის თანხვედრის დადგენის მიზნით კონტროლი;
-ადმინისტრაციაში მაღალი რანგის სტუმრების ვიზიტის დროს სატრანსპორტო საშუალებით მომსახურების ორგანიზება და კოორდინირება;
-საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საინვენტარიზაციო კომისიის საქმიანობის ხელშეწყობა, ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა;
-საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გასაცემი საჯარო და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის მომზადების კოორდინაცია და სამსახურის ხელმძღვანელისათვის წარდგენა;
-განყოფილების საქმიანობასთან დაკავშირებული კორესპონდენციისა და დოკუმენტაციის განხილვა, ორგანიზება და სისტემატიზება, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არსებულ საქმისწარმოების ელექტრონულ სისტემაში მუშაობა;
-განყოფილების თანამშრომელთა შეფასების, წახალისების, განვითარების, მოტივირების პროცესის განხორციელება, დისციპლინური ღონისძიებების მიმდინარეობის პროცესში მონაწილეობის მიღება;
-შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშის მომზადება საჭიროების შემთხვევაში;
-სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შესრულება მისი არყოფნის ან მოვალეობის განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში;
-საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დებულებით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებებისა და მოვალეობების განხორციელება სამსახურის ხელმძღვანელის ცალკეული დავალებების/მითითებების შესაბამისად.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
2 წელი
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „სახელმწიფო ქონების შესახებ“;
- საქართველოს კანიონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;
- „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2026 წლის 9 ოქტომბრის N257 ბრძანებულება;
- „საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სხვა ორგანიზაციების, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 მარტის №82 დადგენილება;
- „საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №200 დადგენილება;
- „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების და ინვენტარიზაციის შედეგების საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე აღრიცხვა-ანგარიშგებაში ასახვის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის N364 ბრძანება;
- „სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოსათვის, მუნიციპალიტეტისათვის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ მიმართვის წარდგენის, მისი განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2020 წლის 24 დეკემბრის №791 დადგენილება;
-„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონებისა და სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/346 ბრძანება.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ათონელის N25, ქ. თბილისი, საქართველო
საკონტაქტო ტელეფონები:
032 2281824
საკონტაქტო პირი:
ლანა ტეფნაძე
დამატებითი მოთხოვნები:
აუცილებელია: საჯარო სამსახურში ლოგისტიკის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 2 წელი;
დამატებითი ინფორმაცია:
შესაბამის ველში - კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს:
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი (უცხოენოვანი დიპლომის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემული აღიარების დოკუმენტი);
- შრომის წიგნაკის ან შრომითი ურთიერთობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (ორგანიზაცია, თანამდებობა, დანიშვნისა და გათავისუფლების თარიღების მითითებით, უცხოენოვანი ცნობის შემთხვევაში ქართულ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული);
- საბუთების არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში კანდიდატი კონკურსის II ეტაპზე არ დაიშვება.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კომისიის საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობის საფუძველზე, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
