ლოგისტიკისა და შესყიდვების სამსახურის ლოგისტიკის განყოფილების მთავარი სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 4 480 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 2 წელი
- მთავარი მოთხოვნა
- ლოგისტიკის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 2 წელი
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება:
ლოგისტიკისა და შესყიდვების სამსახურის ლოგისტიკის განყოფილების მთავარი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
შიდა კონკურსი
ორგანიზაცია:
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია
კატეგორია:
ლოჯისტიკა
განცხადების ბოლო ვადა:
03.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
4480 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
ფუნქციები:
-საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საწყობში ღონისძიებების/საქმიანი შეხვედრებისათვის საჭირო მატერიალურ ფასეულობათა აღრიცხვის, შენახვის და გაცემის პროცესების ადმინისტრირებაში მონაწილეობა;
-საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიმდინარე შეხვედრებისა და ღონისძიებებისათვის საჭირო ლოგისტიკური საქმიანობის დაგეგმვაში მონაწილეობა, განხორციელების ხელშეწყობა და კონტროლი;
-საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში ყოველდღიური ჰიგიენური ნორმების დაცვისათვის საჭირო სასაქონლო მარაგების განაწილება და შევსების კონტროლი;
-საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საინვენტარიზაციო კომისიის საქმიანობის ხელშეწყობა, ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა;
-საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არსებული სააღრიცხვო ელექტრონულ სისტემებში მუშაობა;
-საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საქმიანობის უზრუნველსაყოფად საჭირო ელექტრონულ სისტემაში მუშაობა;
-სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული კორესპონდენციისა და დოკუმენტაციის განხილვა, ორგანიზება და სისტემატიზება, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არსებულ საქმისწარმოების ელექტრონულ სისტემაში მუშაობა;
-შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშის მომზადება საჭიროების შემთხვევაში;
-ადმინისტრაციის დებულებით, ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებებისა და მოვალეობების განხორციელება სამსახურის ხელმძღვანელის ცალკეული დავალებების/მითითებების შესაბამისად.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
2 წელი
საკონკურსო თემატიკა:
-საქართველოს კონსტიტუცია;
-საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
-საქართველოს კანონი „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ";
-საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;
-„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2026 წლის 9 ოქტომბრის N257 ბრძანებულება;
-„სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოსათვის, მუნიციპალიტეტისათვის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ მიმართვის წარდგენის, მისი განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2020 წლის 24 დეკემბერი №791 დადგენილება;
-„საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №200 დადგენილება;
-„საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების და ინვენტარიზაციის შედეგების საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე აღრიცხვა-ანგარიშგებაში ასახვის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №364 ბრძანება;
-„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონებისა და სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/346 ბრძანება.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ათონელის N25, ქ. თბილისი, საქართველო
საკონტაქტო ტელეფონები:
032 2281824
საკონტაქტო პირი:
ლანა ტეფნაძე
დამატებითი მოთხოვნები:
აუცილებელია: ლოგისტიკის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 2 წელი.
დამატებითი ინფორმაცია:
შესაბამის ველში - კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს:
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი (უცხოენოვანი დიპლომის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემული აღიარების დოკუმენტი);
- შრომის წიგნაკის ან შრომითი ურთიერთობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (ორგანიზაცია, თანამდებობა, დანიშვნისა და გათავისუფლების თარიღების მითითებით, უცხოენოვანი ცნობის შემთხვევაში ქართულ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული);
- საბუთების არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში კანდიდატი კონკურსის II ეტაპზე არ დაიშვება.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კომისიის საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობის საფუძველზე, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
