ლოგისტიკისა და საწყობის თანამშრომელი
გამოქვეყნდა 29 ოქტბოლო ვადა: 27 ნოე
- ანაზღაურება
- 1 500 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- საველე
- ბენეფიტები
- მეგობრულ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს · პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას მზარდ კომპანიაში · სტაბილურ ანაზღაურებას: 1,500 ლარი (Net / ხელზე ასაღები)
სრული აღწერა
შპს „მერკო გრუპი“ აცხადებს ვაკანსიას ლოგისტიკისა და საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე. თუ გსურთ განვითარდეთ დინამიკურ გარემოში და გაქვთ შესაბამისი გამოცდილება, სიამოვნებით მიგიღებთ ჩვენს გუნდში.
მდებარეობა: თბილისი
განაცხადების მიღების ვადა: 29 ოქტომბერი — 29 ნოემბერი
ძირითადი მოვალეობები:
- საწყობებს შორის პროდუქციის გადაადგილება და ლოგისტიკური პროცესების მართვა.
- მარაგების აღრიცხვა, სისტემატური ინვენტარიზაციისა და ნაშთების კონტროლის წარმოება.
- საწყობის მოწესრიგება, სისუფთავისა და წესრიგის მუდმივი დაცვა.
- კლიენტებთან პროდუქციის დროული, ზუსტი მიწოდება და დისტრიბუცია კომპანიის სატვირთო-სამარშრუტო ავტომობილით.
- გადაადგილებისა და მიწოდებასთან დაკავშირებული პირველადი დოკუმენტაციის (ზედნადებები, მიღება-ჩაბარების აქტები) გაფორმება და მოწესრიგება.
- კომპანიის სარგებლობაში არსებული ავტომობილის ტექნიკურ გამართულობასა და სისუფთავეზე ზრუნვა.
ძირითადი მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე (საწყობი / ლოგისტიკა / დისტრიბუცია) მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
- მართვის მოწმობა და მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილის მართვის რეალური გამოცდილება.
- თბილისის ქუჩებისა და უბნების ნორმალური ცოდნა.
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და ყურადღება.
- ფიზიკური დატვირთვისა და დინამიკურ რეჟიმში მუშაობის მზაობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- მეგობრულ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას მზარდ კომპანიაში
- სტაბილურ ანაზღაურებას: 1,500 ლარი (Net / ხელზე ასაღები)
- კომფორტულ სამუშაო განრიგს: ორშაბათი – პარასკევი (09:00 – 18:00 სთ, 1-საათიანი შესვენებით)
განაცხადის შემოტანის წესი:
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr@merco.ge
გთხოვთ, სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: „ლოგისტიკისა და საწყობის თანამშრომელი“.
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საწყისი რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- ანაზღაურება
- ფიქსირებული 1500
- განათლების დონე(ები)
- საშუალო განათლება
- ენები
- ქართული
- ენები
- ქართული
- მართვის მოწმობა
- B1
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
