ლოგისტიკის უმცროსი სპეციალისტი
- მისამართი
- ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ.30დ
- სამუშაო გრაფიკი
- სრული
- ბენეფიტები
- ჯანმრთელობის დაზღვევა · პროფესიული განვითარების შესაძლებლობა · სწავლება და მენტორინგი
სრული აღწერა
შ.პ.ს. "Usa Auto Parts" დაარსდა 2012 წელს და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა ამერიკული სათადარიგო ავტონაწილების იმპორტი და რეალიზაცია ქართულ ბაზარზე.
გაგვიცანი უფრო ახლოს: uap.ge — ბმულის გახსნა
ამჯერად, გუნდში ლოგისტიკის უმცროსი სპეციალისტის პოზიცია გვაქვს ვაკანტური. თუ გსურს დაეუფლო ახალ პროფესიას და შემოუერთდე მეგობრულ გუნდს, ეს ვაკანსია შენთვისაა.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ.30დ
გრაფიკი: სრული
ფუნქცია-მოვალეობები:
- საბაჟო პროცედურების მიმდინარეობის პროცესში დეკლარანტებთან აქტიური ჩართულობა;
- გადამზიდ კომპანიებთან მუდმივი კომუნიკაცია შეკვეთებთან დაკავშირებით;
- შეკვეთების სტატუსების განახლება, კონტროლი და პროგრამაში აღრიცხვა;
- იმპორტის დოკუმენტაციის მომზადება განბაჟების პროცედურებისთვის და ტვირთის დეკლარირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ინგლისური ენის საბაზისო ან საშუალო დონეზე ცოდნა;
- MS Excel-ის ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
- პუნქტუალურობა;
- მოწესრიგებულობა და ორგანიზების კარგი უნარი;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
ბენეფიტები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
- სწავლება და მენტორინგი;
- მეგობრული და მხარდამჭერი გარემო;
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ ფოსტაზე: info@usaautoparts.ge და გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ლოგისტიკის უმცროსი სპეციალისტი ".
"თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები (1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით."
გისურვებთ წარმატებას!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
