ლოგისტიკის სპეციალისტი
გამოქვეყნდა 29 ოქტბოლო ვადა: 29 ნოე
- მისამართი
- ქ. თბილისი
- მთავარი მოთხოვნა
- ინგლისური ენის ცოდნა
სრული აღწერა
შპს "სანგი" (სამზარეულო ტექნიკის მაღაზია "Foodtech") აცხადებს ვაკანსიას ლოგისტიკის სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
განაკვეთი: სრული, 2 დღე დასვენება
მოვალეობები:
- მომწოდებლებთან ლოჯისტიკური პროცესის დაგეგმვა;
- შეკვეთის განთავსება და პროდუქციის ჩამოსვლის ვადის კონტროლი;
- მომწოდებლებისგან ტვირთის თანმხლები დოკუმენტაციის წინასწარ გამოთხოვა და მოწოდებული დოკუმენტაციის სისწორის მონიტორინგი;
- სახმელეთო, საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების უზრუნველყოფა და კონტროლი;
- იმპორტის დოკუმენტაციის მომზადება განბაჟების პროცედურებისთვის და ტვირთის დეკლარირება;
- დაზიანებული, დეფექტიანი პროდუქტის გამოვლენა, პრობლემის აღმოფხვრა და ზიანის ანაზღაურებაზე მუშაობა სატრანსპორტო კომპანიასთან;
- განბაჟებისა და გადარიცხვების უზრუნველყოფა, ბუღალტერიასთან კოორდინაცია დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნისას;
- შესყიდვების მონიტორინგი;
- გადაზიდვების რეპორტის მომზადება;
- უცხოელ მომწოდებლებთან კომუნიკაცია.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- გამოცდილება საერთაშორისო გადაზიდვების მიმართულებით;
- MS Office;
- ASYCUDA;
- აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
- დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: hr@foodtech.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ "ლოგისტიკა".
ანაზღაურება: 3000
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 15 ნოემბერი, 2026
გისურვებთ წარმატებებს!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
