ლოგისტიკის კოორდინატორი
- ანაზღაურება
- 500 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- სამუშაო გრაფიკი
- ფიქსირებული სამუშაო საათები არ არის განსაზღვრული · დამოკიდებულია ავტომზიდების ჩამოსვლის დროზე. შესაბამისად, კანდიდატს უნდა შეეძლოს ავტომზიდის მიღებისა და დაცლის პროცესში საჭირო დროს ჩართვა
სრული აღწერა
"ავტო იმპორტ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ლოგისტიკის კოორდინატორის პოზიციაზე.
ინფორმაცია კომპანიის შესახებ:
კომპანიის ძირითადი საქმიანობაა მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების იმპორტი საქართველოში. ასევე აწარმოებს ექსპორტს და რეექსპორტს.
ძირითადი ქვეყნებია: კორეა, ჩინეთი, ამერიკა, იაპონია და ევროპის ქვეყნები,
კომპანიაში დასაქმებულია დაახლოებით 40 თანამშრომელი. კომპანია, მუშაობს როგორც B2C, ასევე B2B გაყიდვებზე.
ზოგადი უპირატესობა:
ყველაზე მსხვილი ავტო იმპორტიორი კომპანია სამხრეთ კორეიდან.
ყველაზე მსხვილი, კორეული მეორადი ავტო სავაჭრო ონლაინ პლატფორმის, Autowini.com-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.
ყველაზე მსხვილი, ჩინური მეორადი ავტო სავაჭრო ონლაინ პლატფორმის, Guazi.com- ის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში.
ვეძებთ პასუხისმგებლიან, ორგანიზებულ და კომუნიკაბელურ ადამიანს, რომელიც უზრუნველყოფს ავტომობილების მიღებიდან მათ მოწესრიგებასა და მომხმარებლისთვის გადაცემამდე პროცესის ეფექტურ კოორდინაციას.
ძირითადი მოვალეობები
- საქართველოს ტერიტორიაზე ავტომზიდის შემოსვლის შემდეგ მძღოლთან კომუნიკაცია და ავტომზიდის მიღების პროცესის კოორდინაცია;
- ავტომობილების დაცლისთვის ოპტიმალური და ბიუჯეტური ლოკაციის მოძიება და შესაბამისი საკითხების ორგანიზება;
- ავტომზიდის მიღებისა და ავტომობილების დაცლის პროცესის ორგანიზება;
- ავტომობილების განფუთვა (საჭიროების შემთხვევაში), ვიზუალური დათვალიერება და დაზიანებების დაფიქსირება სადაზღვევო პროცესისთვის;
- ავტომობილების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციისა და შესაბამისი რეპორტის მომზადება;
- მძღოლისგან მიღებული დოკუმენტების დახარისხება და შესაბამისი პირებისთვის მიწოდება;
- სანომრე ნიშნების დახარისხება და ავტომობილებზე განთავსება/დამაგრება;
- ავტომობილების რეცხვისა და დასტიკერების პროცესის ორგანიზება;
- მოწესრიგებული ავტომობილების მარკეტინგის გუნდისთვის დროული ჩაბარების კოორდინაცია;
- მარკეტინგის გუნდთან კომუნიკაცია ავტომობილების მზადყოფნის შესახებ;
- ავტომობილებისა და გასაღებების შესაბამისი პასუხისმგებელი პირისთვის ჩაბარების პროცესში მონაწილეობა;
- მომხმარებლების დახვედრა და ავტომობილების გადაცემის პროცესის ორგანიზება;
- შესრულებული სამუშაოებისა და ავტომობილების სტატუსების შესახებ დროული რეპორტინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- რუსული ენის ცოდნა — აუცილებელი მოთხოვნა, რადგან პოზიცია მოიცავს ძირითადად რუსულენოვან მძღოლებთან ყოველდღიურ კომუნიკაციას;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ძლიერი საორგანიზაციო და კომუნიკაციის უნარები;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- რამდენიმე პროცესის პარალელურად მართვის უნარი;
- პრობლემურ სიტუაციებში სწრაფი და ეფექტური რეაგირების უნარი;
- ავტომობილის მართვის მოწმობა — აუცილებელი;
- საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა.
სამუშაო პირობები
- სამუშაო ადგილი: თბილისი
- სამუშაო გრაფიკი: ფიქსირებული სამუშაო საათები არ არის განსაზღვრული;
- სამუშაო გრაფიკი დამოკიდებულია ავტომზიდების ჩამოსვლის დროზე. შესაბამისად, კანდიდატს უნდა შეეძლოს ავტომზიდის მიღებისა და დაცლის პროცესში საჭირო დროს ჩართვა;
- ავტომზიდის ჩამოსვლის შესახებ ინფორმაცია კოორდინატორს მიეწოდება წინასწარ;
- პოზიცია მოითხოვს მობილურობას და სხვადასხვა ლოკაციაზე გადაადგილებას.
ანაზღაურება 500 ლარი თითო სრულად ორგანიზებულ და დასრულებულ ავტომზიდზე.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე/CV გამოგზავნოთ მითითებულ ელ ფოსტაზე: hr@aig.com.ge
ელექტრონული ფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ: „იმპორტის კოორდინატორი"
გისურვებთ წარმატებას!
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საწყისი რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- განათლების დონე(ები)
- საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა, არასრული საშუალო განათლება
- ენები
- ქართული
- ენები
- ქართული
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
