Linux ადმინისტრატორი
- ქალაქი
- თბილისი
სრული აღწერა
მიკრობანკი "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - Linux ადმინისტრატორი
📍სამუშაო ადგილი: თბილისი, სათაო ოფისი
📌ვაკანსიის რაოდენობა: 1
👥განაკვეთი: სრული
„კრისტალი“ გთავაზობთ:
- პიროვნულ და პროფესიულ ზრდას;
- მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- საბონუსე სისტემას.
ძირითადი მოვალეობები:
- Linux სერვერების ინსტალაცია, კონფიგურაცია, ადმინისტრირება და ტექნიკური მხარდაჭერა;
- სერვერული ინფრასტრუქტურის გამართული და უწყვეტი მუშაობის უზრუნველყოფა;
- ოპერაციული სისტემების განახლება, უსაფრთხოების პატჩების მართვა და სისტემების ოპტიმიზაცია;
- სისტემური რესურსების მონიტორინგი, წარმადობის ანალიზი და პრობლემების დიაგნოსტიკა;
- სერვერული ინფრასტრუქტურის ავტომატიზაცია და კონფიგურაციების მართვა;
- ვირტუალიზაციისა და კონტეინერიზაციის ტექნოლოგიებთან მუშაობა;
- სარეზერვო ასლების შექმნისა და აღდგენის პროცესების მართვა;
- ინფორმაციული უსაფრთხოების სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკების დანერგვა;
- ინციდენტების ანალიზი, პრობლემების აღმოფხვრა და პრევენციული ღონისძიებების განხორციელება;
- ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება და განახლება;
- IT ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტებში მონაწილეობა.
საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, ტექნიკური მიმართულებით;
- Linux სისტემების ადმინისტრირების მინიმუმ 3-წლიანი პრაქტიკული გამოცდილება;
- Linux დისტრიბუტივების (Ubuntu, Debian, RHEL, Rocky Linux ან ანალოგიური) კარგი ცოდნა;
- Linux ოპერაციული სისტემის არქიტექტურისა და ძირითადი სერვისების ცოდნა;
- ქსელური ტექნოლოგიების ცოდნა: TCP/IP, DNS, DHCP, HTTP/HTTPS, SSH, VPN;
აუცილებელი უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:
- ანალიტიკური და სისტემური აზროვნება;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
- პრობლემების გადაჭრაზე ორიენტირებულობა;
- ინიციატივიანობა და ახალი ტექნოლოგიების ათვისების სურვილი;
- დროისა და პრიორიტეტების ეფექტიანი მართვა.
თუ თვლით, რომ ჩვენი კომპანიის ღირებულებები და ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე 2026 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
მიკრობანკი კრისტალი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - Linux ადმინისტრატორი.
მიკრობანკი "კრისტალის" შესახებ: მიკრობანკი "კრისტალი" საქართველოში მოქმედი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც დინამიკურად იზრდება და ვითარდება. კომპანიამ 2025 წლის 12 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიკრობანკის ლიცენზია მიიღო.
ლიცენზიის მიღებას კრისტალი 27-წლიანი გამოცდილებით და სანდო იმიჯით, 600 მლნ ლარამდე სასესხო პორტფელით, 48 ფილიალით და ქვეყნის მასშტაბით 100 000 -ზე მეტი უნიკალური მომხმარებლით შეხვდა. კრისტალის პარტნიორები არიან საერთაშორისო და ადგილობრივი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები.
დღეს "კრისტალის" გუნდში 1000-ზე მეტი პროფესიონალია გაერთიანებული, რომლებიც ქმნიან ღირებულებებზე დაფუძნებულ კორპორაციულ კულტურას და გარემოს, სადაც ზრუნვა, გუნდურობა, განვითარება და ადამიანურ ურთიერთობები წარმოადგენს წარმატებული და სტაბილური თანამშრომლობის საფუძველს. კომპანია ქმნის რეალურ შესაძლებლობებს თანამშრომლების პროფესიული ზრდისა და საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებისთვის.
თუ გსურს განვითარდე და გახდე ჩვენი გუნდის ნაწილი, #შემოგვიერთდი და #გახდიკრისტალელი
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

