ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დაცვის განყოფილების უფროსი (I კატეგორია)
- ანაზღაურება
- 2 400 ₾
- ქალაქი
- ლაგოდეხი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 2 წელი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დაცვის განყოფილების უფროსი (I კატეგორია)
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტო
კატეგორია:
გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსები
განცხადების ბოლო ვადა:
16.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
2400 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
ლაგოდეხი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
3 თვე
ფუნქციები:
- მინდობილ ტერიტორიაზე კონტროლის ღონისძიებების დაგეგმვა, ორგანიზება, განხორციელება და მონიტორინგი;
- დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ დაკისრებული ფუნქციების სრულყოფილად, ოპტიმალურ ვადაში და ოპტიმალური რესურსით შესრულების უზრუნველყოფა;
- მინდობილი ტერიტორიების საზღვრების ფარგლებში სამართალდარღვევებისათვის პირადობის დამადასტურებელი საბუთებისა და საჭიროების შემთხვევაში, ახსნა-განმარტების მოთხოვნა, მათი ქმედებების, რომლებიც ეწინააღმდეგება ტერიტორიის დაცვისა და გამოყენების დადგენილ რეჟიმს, შეჩერება (აღკვეთა), დამრღვევთათვის გამოყენებული იარაღისა და უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ჩამორთმევა;
- საჭიროებისამებრ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა შესახებ ოქმის შედგენა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად და შემდგომი რეაგირებისათვის შესაბამისი ორგანოებისათვის გადაცემა;
- ტყის კოდექსით გათვალისწინებული ტყის დაცვითი ღონისძიებების გატარება;
- ბუნებრივი რესურსების სარგებლობაზე და დაცულ ტერიტორიაზე ჩადენილ სამართალდარღვევათა შესახებ შესაბამისი სტატისტიკური მონაცემების აღრიცხვა;
- საკადასტრო სამუშაოების და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
- წელიწადში ორჯერ (გაზაფხულზე და შემოდგომაზე) გეგმიური და საკონტროლო რევიზიის ჩატარება;
- წელიწადში ერთხელ (1 მაისიდან 1 ივლისამდე) ტყის პათოლოგიური გამოკვლევების ჩატარება;
- საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული კვლევა-მონიტორინგის სამუშაოთა განხორციელება;
- სანიმუშო ფართობების (სატყეო, ბოტანიკური, გეობოტანიკური, ზოოლოგიური, ორნითოლოგიური და სხვ.) მოწყობაში მონაწილეობა და ამ ფართობებზე დაკვირვებების წარმოება;
- ბუნების მატიანეს შედგენისა და სააგენტოში წარდგენის კოორდინირება, ასევე ყოველწლიური სამეცნიერო საქმიანობის მხარდაჭერა;
- ტყით სარგებლობის უბნების ნატურაში განსაზღვრა (იდენტიფიკაცია), ტყით სარგებლობის კონკრეტულ ოდენობათა გაანგარიშება და შესაბამისი დოკუმენტაციის დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციასთან შეთანხმებული ტყით სარგებლობის უბნების (ტყეკაფების) გამოყოფა (მათი მატერიალურ-ტექნიკური შეფასების უწყისებისა და ჭრის ტექნოლოგიური რუქების შედგენის ჩათვლით) და ჭრაში ზემდგომი ხეების დადგენილი წესით დამღის დასმა;
- საჭიროებისამებრ სასამართლოში წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;
- დადგენილი წესით ტყეკაფის მონიშვნა ან / და გამოყოფაზე, დახურვაზე, გაუქმებაზე და გახსნაზე თანხმობის გაცემა;
- დაქვემდებარებული თანამშრომლების მხარდაჭერა, კოორდინაცია და მონიტორინგი;
- კომპეტენციის ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და რეაგირება;
- კომპეტენციის გათვალისწინებით უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა სამუშაოს შესრულება.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
2 წელი
საკონკურსო თემატიკა:
- „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №12 ბრძანება;
- ტექნიკური რეგლამენტის - „გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკა“ დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვარის N54 დადგენილება;
- ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი (თავი VII);
- ტყის კოდექსი;
- საქართველოს მთავრობის #242 დადგენილება „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“;
- საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვარის N46 დადგენილება.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
საქართველო, 0114 თბილისი, ვლადიმერ წითლანაძის I შესახვევი N 1
საკონტაქტო ტელეფონები:
577101801
საკონტაქტო პირი:
ქეთევან ჯალაღანია
დამატებითი მოთხოვნები:
სავალდებულოა:
- სამუშაო გამოცდილება კანონაღსრულების, ბუნებრივი რესურსების სარგებლობის ან გარემოსდაცვითი მიმართულებით.
სასურველია:
- განათლება საბუნებისმეტყველო ან იურიდიული მიმართულებით;
- GIS პროგრამის ცოდნა;
- რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა B1 დონეზე.
კომპეტენციები და უნარები:
- ეფექტიანი მართვის უნარი;
- რესურსების მოპოვების და გადანაწილების უნარი;
- კონფლიქტების მართვის უნარი;
- მოლაპარაკების ეფექტიანად წარმართვის უნარი;
- პრეზენტაციის მომზადების, ჩატარების უნარი;
- მონაცემთა სტატისტიკური დამუშავება / ანალიზის უნარი;
- იდეების დასაბუთების და დარწმუნების უნარი;
- შედეგებზე ორიენტირების უნარი;
- სტრესის ზემოქმედების ქვეშ ეფექტიანად მუშაობის უნარი;
- დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
- კანდიდატმა შესაბამის ველში უნდა ატვირთოს:
ა) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ბ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი, სათანადოდ გაფორმებული დოკუმენტი − შრომის წიგნაკი (არსებობის შემთხვევაში) ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც ასახული იქნება სამსახურის დაწყებისა და დასრულების სრული თარიღები და დაკავებული თანამდებობა.
- კანდიდატმა უნდა შეავსოს სამოტივაციო წერილის ველი;
- საბუთები წარდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა).
•კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება დადგენილ საკონკურსო მოთხოვნებს, აგრეთვე მის მიერ, სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტები ან/და ინფორმაცია არასრულყოფილად იქნება წარდგენილი, ვერ გადავა კონკურსის შემდეგ ეტაპზე;
•კონკურსის თითოეული ეტაპის დასრულებისა და გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება მათ მიერ განცხადებაში (აპლიკაციებში) მითითებული ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
- დამატებითი ინფორმაცია იხილეთ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ვებ-გვერდზე: www.apa.gov.ge.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრის საფუძველზე ხმათა უმრავლესობით. კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
