ქვემო ქართლის რეგიონული სერვისცენტრის იურისტი
- ანაზღაურება
- 1 760 ₾
- ქალაქი
- რუსთავი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 1 წელი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
ქვემო ქართლის რეგიონული სერვისცენტრის იურისტი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტო
ორგანიზაციის შესახებ:
სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტო“ ადმინისტრირებას უწევს სახელმწიფო სოციალურ პროგრამებს და სახელმწიფო გასაცემლებს, რომლის მიზანია მოსახლეობის სოციალურად ყველაზე დაუცველი, მოწყვლადი ოჯახების მხარდაჭერა, მოქალაქეთა მომსახურების ხარისხის ამაღლება, სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. საქართველოში სააგენტოს ტერიტორიული სერვისცენტრები 70 მისამართზეა განთავსებული, რომლებიც, ყოველთვიურად, შესაბამის მომსახურებას უწევენ ქვეყნაში მცხოვრებ დაახლოებით 1,7 მილიონ მოქალაქეს.
კატეგორია:
იურიდიული
განცხადების ბოლო ვადა:
03.12.2026
თანამდებობრივი სარგო:
1760 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
რუსთავი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
6 თვე
ფუნქციები:
- ცენტრის საქმიანობის დაგეგმვაში მონაწილეობა;
- მოქალაქეთა განცხადებების სამართლებრივი ანალიზი/შეფასება, ინფორმაციის მოძიება/დამუშავება, მოხსენებითი, სამსახურებრივი ბარათების და შესაბამისი პასუხის პროექტის მომზადება;
- სააგენტოს სახელით და კანონმდებლობით დადგენილი წესით საერთო სასამართლოების სისტემაში შემავალ ყველა სასამართლოში სააგენტოს და სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის სახელით წარმომადგენლობა, სასამართლო წარმოებაში არსებული საქმეების შესწავლა–დამუშავება და სასამართლო სხდომისთვის მომზადება, საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული მხარეთა საპროცესო მოქმედებების განხორციელება, მათ შორის სარჩელების, სააპელაციო და საკასაციო საჩივრების, განცხადებების, ახსნა–განმარტებების, შესაგებლების მომზადება–წარდგენა, საჭიროების შემთხვევაში ან სასამართლო დავალების შესაბამისად საქმის მასალების უზრუნველყოფა შესაბამისი მტკიცებულებებით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების აღსრულების უზრუნველსაყოფად, შესაბამისი პროცედურების განხორციელება;
- სხვადასხვა დოკუმენტების, წარმოების მასალების, პროექტების, პროდუქტების შემუშავება, ანალიზი და შესაბამისი დასკვნების მომზადება, სათანადო სამართლებრივი აქტების პროექტის მომზადება/მონაწილეობის მიღება, მათ შორის შრომითი ურთიერთობის შინაარსთან დაკავშირებული საკითხების განხილვაში სამართლებრივი შეფასების მიზნით მონაწილეობა;
- სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში შემხვედრი საჭიროების გათვალისწინებით სამართლებრივი რისკების შეფასება და პრიორიტეტების დაგეგმვა, როგორც პირადი, ასევე უშუალო ხელმძღვანელის ან სხვა ხელმძღვანელი პირის სახელზე/მათი ხელმოწერით გასაგზავნი მოხსენებითი და სამსახურებრივი ბარათების პროექტების მომზადება;
- გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება, სამართლებრივი აქტების სამართლებრივი ანალიზი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე დასმული საკითხების განხილვა/დამუშავება და საჭირო გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება/მომზადების ხელშეწყობა, სააგენტოს თანამშრომელთა და სააგენტოს ფუნქციებთან დაკავშირებით მესამე პირების სამართლებრივი კონსულტაცია, სამუშაო გეგმების და ანგარიშის შედგენა;
- ცენტრის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
- საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეთა მიღება და კონსულტაციის გაწევა;
- საქმიანობის შესაბამისად სხვადასხვა დოკუმენტების, წარმოების მასალების, სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება/მომზადება ან/და მის მომზადებაში მონაწილეობის მიღება, ანალიზი და წინადადებების შემუშავება;
- სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში შემხვედრი საჭიროების გათვალისწინებით რისკების შეფასება და პრიორიტეტების დაგეგმვა, მოხსენებითი და სამსახურებრივი ბარათების პროექტების მომზადება/ხელმოწერა. დავალების შესრულების პროცესში ოპტიმალური ვარიანტების შერჩევა და კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადება;
- სააგენტოს ფუნქციების რეალიზაციისას წამოჭრილი სადავო საკითხების გადაწყვეტასთან დაკავშირებით წინადადებების შემუშავება;
- კომპეტენციის ფარგლებში და ხელმძღვანელობის დავალებით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების ან სააგენტოს სახელით გასაფორმებელი ადმინისტრაციული/სამოქალაქო გარიგებების (შეთანხმებები, მემორანდუმები, ხელშეკრულებები და ა.შ.) პროექტების მომზადებაში მონაწილეობა;
- ცენტრის სამუშაო გეგმების მომზადება/მონაწილეობის მიღება;
- სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებით ინიციატივების შემუშავება და წინადადებების მომზადება;
- სააგენტოს თანამშრომელთა და მესამე პირების კონსულტაცია;
- სააგენტოს კომისიებში, სამუშაო ჯგუფებში და საბჭოებში მონაწილეობის მიღება, როგორც წევრად ასევე, ტექნიკური მხარდაჭერის მიზნით;
- საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, სააგენტოს დებულებით, სააგენტოს შინაგანაწესით და მხარეთა შორის არსებული შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების განხორციელება. ცენტრის უფროსის და ცენტრის უფროსის მოადგილის სხვადასხვა დავალებების შესრულება;
- ცენტრის ფუნქციების ეფექტიანი განხორციელების მიზნით ხელმძღვანელთათვის შესაბამისი წინადადებების მომზადება/წარდგენა.
- უზრუნველყოფს ცენტრში კარგ სამუშაო ატმოსფეროს და ცენტრში დასაქმებულ პირებს უზიარებს მის პროფესიულ ცოდნასა და გამოცდილებას;
- გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიშის მომზადება უშუალო ხელმძღვანელის დავალებისა და სააგენტოში მოქმედი აქტებით განსაზღვრული წესით.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
1 წელი
პროფესია:
სამართალმცოდნე
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ I-IV თავი;
- საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
- საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 3 ოქტომბრის №01-14/ნ ბრძანება;
- საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ I-IV თავი;
- საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“;
- საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი“;
- საქართველოს ორგანული კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი“;
- საქართველოს ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“;
- საქართველოს კანონი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „სახელმწიფო პენსიის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „სოციალური დახმარების შესახებ“;
- საქართველოს კანონი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“;
საკონკურსო კომისიის მისამართი:
თბილისი, ივ. ჯავახიშვილის 51
საკონტაქტო ტელეფონები:
591 916272
საკონტაქტო პირი:
ნატალია ხმალაძე
დამატებითი მოთხოვნები:
სამუშაო გამოცდილება:
- პროფესიის შესაბამის სფეროში მუშაობის 1 წლის გამოცდილება.
კომპეტენციები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ცვლილებებისა და სიახლეების ინიცირების უნარი;
- დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კომპლექსური აზროვნება;
- დროის ეფექტიანი მართვა;
- საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
სავალდებულოა, საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომი/ცნობა) და სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი, უფლებამოსილი პირის მიერ სათანადო წესით გაცემული დოკუმენტის ატვირთვა. წარმოდგენილი დუკუმენტები უნდა იყოს წაკითხვადი და ქართულ ენაზე. ხოლო, უცხოენოვანი დოკუმენტის შემთხვევაში, ატვირთული უნდა იქნეს ასევე, სათანადო წესით (ნოტარიუსის მიერ გაცემული) დამოწმებული თარგმანი. წარმოდგენილ პირობასთან დოკუმენტის შეუსაბამობა, მიიჩნევა დოკუმენტის წარმოუდგენლობად.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კომისიის საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება კომისიის წევრთა ხმათა უმრავლესობით, განაცხადის მიღების ვადის დასრულებიდან 3 თვის ვადაში.
