კვებითი თერაპევტი
- მისამართი
- თბილისი, ბახტრიონის 10ბ; ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი "კარავი"
სრული აღწერა
"ევექსი" საქართველოს სამედიცინო სფეროში უმსხვილესი ჯგუფის GHG (Georgian Healthcare Group) შვილობილ კომპანიას წარმოადგენს.
"ევექსი" ქვეყნის მასშტაბით, პირველადი ჯანდაცვის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია, რომელიც საქართველოში აერთიანებს 15 კლინიკასა და ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრს - "კარავს".
კომპანიის მისიაა, ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურის ცვლილების გაძლიერება ქვეყნის მასშტაბით და საზოგადოების ჩართულობის ზრდა კეთილდღეობასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული აზროვნების ჩამოყალიბებაში.
კომპანია მუდმივად დებს ინვესტიციას ახალ ტექნოლოგიებში, ასევე, ექიმებისა და მომსახურე პერსონალის გადამზადებაში. "ევექსის" უმთავრესი ღირებულება მომხმარებლების, თანამშრომლებისა და პარტნიორების საერთო კეთილდღეობის შექმნაა.
"ევექსი" აცხადებს ვაკანსიას კვებითი თერაპევტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ბახტრიონის 10ბ; ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი "კარავი"
ძირითადი მოვალეობები:
- ბავშვის კვებითი ჩვევების, საკვების შერჩევითობის, ტექსტურებისადმი დამოკიდებულებისა და კვების დროს გამოვლენილი სირთულეების შეფასება საკუთარი პროფესიული კომპეტენციის ფარგლებში;
- ოჯახთან შეთანხმებით ინდივიდუალური თერაპიული მიზნებისა და გეგმის შემუშავება;
- ინდივიდუალური სესიების ჩატარება საკვების მრავალფეროვნების ეტაპობრივი გაზრდისა და კვებითი უნარების განვითარების ხელშესაწყობად;
- ბავშვისთვის უსაფრთხო, მის ტემპსა და საჭიროებებზე მორგებული მიდგომების გამოყენება, იძულებისა და ზეწოლის გარეშე;
- მშობლებისთვის პრაქტიკული რეკომენდაციების მიწოდება და ყოველდღიურ გარემოში მათი გამოყენების მხარდაჭერა;
- ცენტრის მულტიდისციპლინურ გუნდთან თანამშრომლობა და საჭიროებისას ბავშვის შესაბამის სპეციალისტთან გადამისამართების ინიცირება;
- თერაპიული პროცესის დოკუმენტირება, პროგრესის მონიტორინგი და მიზნების პერიოდული გადახედვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ოკუპაციური თერაპიის, მეტყველებისა და ენის თერაპიის, ფსიქოლოგიის, სპეციალური განათლების, ჯანდაცვის შესაბამის სფეროში;
- კვებითი თერაპიის მიმართულებით გავლილი სპეციალიზებული სწავლება;
- ბავშვებთან თერაპიული მუშაობის გამოცდილება;
- ბავშვის განვითარების თავისებურებებისა და ოჯახზე ორიენტირებული მუშაობის პრინციპების ცოდნა;
- ეფექტური კომუნიკაციის, გუნდური მუშაობისა და თერაპიული პროცესის დაგეგმვის უნარი;
- პასუხისმგებლობა, ემპათია და პროფესიული ეთიკის დაცვა.
უპირატესობად ჩაითვლება:
- აუტიზმის სპექტრისა და სხვა ნეიროგანვითარებითი თავისებურებების მქონე ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება;
- საკვების მკვეთრი შერჩევითობისა და კვებასთან დაკავშირებული სენსორული სირთულეების მართვის პრაქტიკული გამოცდილება;
- მშობლების კონსულტირებისა და მულტიდისციპლინურ გუნდში მუშაობის გამოცდილება.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე გამოგვიგზავნეთ: cv@evex.ge
"ევექსი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

