კვების ობიექტზე გაცემის ხაზის კონსულტანტი
გამოქვეყნდა 6 ნოებოლო ვადა: 30 ნოე
- ანაზღაურება
- 70.00 ₾ / დღე
- სამუშაო გრაფიკი
- ცვლებში
- ბენეფიტები
- კვებით უზრუნველყოფას · უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს · მეგობრულ გუნდს
სრული აღწერა
კომპანია შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა" აცხადებს ვაკანსიას კვების ობიექტზე გაცემის ხაზის კონსულტანტის პოზიციაზე, მთელი საქართველოს მასშტაბით.
ძირითადი მოთხოვნები:
- 1 (ერთწლიანი) სამუშაო გამოცდილება მომსახურების სფეროში;
- პრიორიტეტულია ეფექტური კომუნიკაციისა და თავაზიანი მომსახურების უნარი;
ფუნქცია-მოვალეობები:
- პროდუქციის გაცემის ხაზზე განთავსება;
- გაცემის ხაზზე კერძების რაოდენობის და ხარისხის კონტროლი;
- მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
- მიღებული შეკვეთის ერთჯერად კონტეინერებში ჩალაგება/გამზადება;
- ყოველდღიურად, მზა საკვების მიღება უფროსი მზარეულისგან და ხელმოწერით დადასტურება, მიღება-ჩაბარების აქტის წარმოება;
- სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და პირადი ჰიგიენის დაცვით, უშუალო ხელმძღვანელისაგან მიღებული მითითებების ხარისხიანად და ეფექტურად შესრულება;
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- კოლეგებთან და სამზარეულოს პერსონალთან შეთანხმებულად მუშაობის უნარი;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი: პიკის საათებში სწრაფად, ორგანიზებულად და ენერგიულად მოქმედების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კომუნიკაბელური;
- დისციპლინირებული;
- პუნქტუალური;
ჩვენ გთავაზობთ:
- კვებით უზრუნველყოფას;
- უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს;
- მეგობრულ გუნდს;
სამუშაო გრაფიკი: ცვლებში
ანაზღაურება: დღიური 70.00 ლარი (ხელზე ასაღები თანხა)
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@scs.gov.ge 2026 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით, ან დაგვიკავშირდით შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 995 32 2 200 122.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის!
პატივისცემით,
შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა".
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
