კვების ობიექტების ტექნოლოგიური პროექტის ხელმძღვანელი
გამოქვეყნდა 13 ოქტ
- ანაზღაურება
- ≈ 10 000–13 000 ₾
- ქალაქი
- ქუთაისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- საოფისე
სრული აღწერა
კომპანიის შესახებ
პროექტი ითვალისწინებს სასტუმრო კომპლექსისა და მასთან დაკავშირებული კვების ობიექტების ერთიანი ტექნოლოგიური სისტემის შექმნას.
პროექტის შემადგენლობაში შედის:
- სასტუმროს ტერიტორიაზე განთავსებული 3 განსხვავებული ტიპის რესტორანი
- სავაჭრო ცენტრში განთავსებული სწრაფი კვების ობიექტი
- ცენტრალური კვების ბლოკი და ნახევარფაბრიკატების საწარმო
- კვების ობიექტებს შორის პროდუქციისა და ნახევარფაბრიკატების მიწოდების ერთიანი სისტემა
პროექტი მოიცავს სრულ ციკლს — მენიუსა და პროდუქციის კონცეფციის შემუშავებიდან, საწარმოო სიმძლავრეების განსაზღვრიდან და ტექნოლოგიური დაგეგმვიდან დანადგარების შერჩევამდე, მონტაჟის კონტროლამდე, სატესტო გაშვებამდე, პერსონალის სწავლებამდე და საწარმოო პროცესების ამოქმედებამდე.
სავალდებულო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება კვების ტექნოლოგიის, საზოგადოებრივი კვების, კვების წარმოების, ინჟინერიის ან მონათესავე მიმართულებით
- პროფესიული გამოცდილება კვების ტექნოლოგიის ან შესაბამის სფეროში
- HoReCa-ს სფეროში მუშაობის გამოცდილება
- რესტორნების სამზარეულოების ტექნოლოგიური დაგეგმვის გამოცდილება
- დიდი მოცულობის კვების წარმოების გამოცდილება
- პროფესიული სამზარეულოს ტექნოლოგიური აღჭურვის ცოდნა
- კვების საწარმოო პროცესების ორგანიზების გამოცდილება
- ტექნოლოგიური დანადგარების შერჩევისა და მომწოდებლებთან მუშაობის გამოცდილება
- ტექნოლოგიური დანადგარების განთავსებისა და მონტაჟის პროცესში მონაწილეობის გამოცდილება
- საინჟინრო მოთხოვნების განსაზღვრის პრაქტიკული ცოდნა
- სურსათის უვნებლობისა და HACCP-ის პრინციპების ცოდნა
- ტექნოლოგიური დოკუმენტაციის მომზადების გამოცდილება
შედეგი, რასაც ველით
- კვების ობიექტების ტექნოლოგიური გამართულობა
- საწარმოო პროცესების ეფექტიანი ინტეგრაცია
- ტექნოლოგიური აღჭურვის ხარისხი
- საწარმოო სიმძლავრეების ეფექტიანი გამოყენება
- კვების სისტემის წარმატებული ამოქმედება
კატეგორია: კვებითი/სასმლის ინდუსტრია
რატომ ჩვენთან: სამუშაოდ კომფორტული ოფისი, კარიერული განვითარების შესაძლებლობა
პირობები: მუშაობის დაწყება საჭიროა მომენტალურად, ჩვენ ვეძებთ
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

